x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იტალიელმა მოდელმა პირობა დადო,რომ "ნაპოლის" გამარჯვების შემთხვევაში, ღია ავტობუსით სრულიად შიშველი მოივლის ნეაპოლს
image

ONLYFANS-ის მოდელმა და "ნაპოლის" სუპერფანმა პაოლა საულინომ თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ეტაპზე გასვლა იზეიმა და პირობა დადო, რომ მთლიანად შიშველი, ავტობუსით მოივლის ქალაქს, თუ ნეაპოლიტანელები ევროპის ტიტულს მოიგებენ.


პაოლა ძალიან კმაყოფილი დარჩა მეოთხედფინალის წილისყრით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ "პარტენოპეი" 1/4 ფინალში " მილანს" უმასპინძლებს, რომელმაც 1/8 ფინალში "ტოტენჰემ ჰოტსპური" დაამარცხა.


image


"ნაპოლი" ამ სეზონში ნამდვილი აღმოჩენა გახდა, რადგან ისინი სერია A-ს ცხრილის სათავეში მოექცნენ და გუნდის ევროპულმა შტურმმა ბევრს აფიქრებინა, რომ მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

image

მოდელმა პირობა დადო, რომ ღია ავტობუსით სრულიად შიშველი მოივლის ნეაპოლს თუ სერია A-ს გიგანტები სახლში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.

image

პაოლამ განუცხადა Daily Star-ს: ”მე შემიძლია ვუთხრა Daily Star-ის მკითხველებს, რომ რაღაც სიგიჟეს გავაკეთებ და გამარჯვებას ასე აღვნიშნავ:ნეაპოლის ყველაზე მაღალ ადგილზე შიშველი ღია ავტობუსით ვიმგზავრებ.

image

„ეს არის ის, რისი გაკეთებაც შემიძლია და ამის საშუალება მაქვს. მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ავტობუსის დაქირავება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რამ იყოს.''


"ვფიქრობ, ალბათ 3 ევროთი ამას გავაკეთენ და შემიძლია დავუკავშირდე იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ავტობუსის დაქირავება ან ამ სერვისის მიწოდება."

image

მოდელს კი არ ეშინია პრემიერ ლიგის არცერთი გუნდის მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ჯგუფურ ეტაპზე ''ლივერპული'' 4-1 დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საულინომ ქართველ ფეხბურთელზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. ის ჯორჯო ალბერტაცის მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოდიოდა.

image

ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. ” – განაცხადა პაოლამ.

image

2
491
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
491
  
2023, 23 მარტი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2