x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფორმულა“ იხურება - კეზერაშვილს 5,060,000 ევროს გადახდა დაეკისრა
image

დღეს, 21 მარტს, სააპელაციო სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებლის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის 5, 060, 000 ევროს გადახდა დააკისრა.


"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ფორმულა“ არ დაიხუროს, თუმცა ცხადია, რომ ხელისუფლებას სერიოზულად აქვს განზრახული, რომ ტელეკომპანია "ფორმულა" გამორთონ", - ასე გამოეხმაურა "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

.


გუმბარიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს.


"ხელისუფლება აგრძელებს ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟირებას, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორები ძალიან ცხადად მიგვითითებენ, რომ შეუძლებელია ქვეყანა გახდეს დიდი ევროპული ოჯახის, დიდი დასავლური ოჯახის ნაწილი, იმ პირობებში როდესაც ხდება მუდმივი შევიწროება კრიტიკული მედიის, როდესაც ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი არის დაჭერილი, როდესაც მეორე ტელევიზიის დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს მუდმივად საქმეები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფუნქციონირების გაგრძელება შევძლოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფორმულა არ დაიხუროს, თუმცა ნუ, ცხადია რომ ხელისუფლების განზრახვა სერიოზულია და მას სერიოზულად აქვთ განზრახული, რომ ტელეკომპანია ფორმულა გამორთონ", - თქვა ზუკა გუმბარიძემ.

.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს, სააპელაციო სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებლის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის 5, 060, 000 ევროს გადახდა დააკისრა.

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0