x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვუმზერ ჩემი მაქებარი პარლამენტარების მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო ვარ“ - გიორგი კეკელიძე
image

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

.

„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად.ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების (ყველა პარტიიდან) მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო თუ რაღაც ამდაგვარი ვარ, დამფრთხალი ზოგიერთი თანამებრძოლის და საქმეებში გვერდით მდგომების გაფაციცებულ თვალებსაც ვხედავ, ოღონდ ბუნტი ნუ იქნებას მზერით, აქეთა ფლანგზე ვითომ ლიბერალური ბაბლების ვიწრო ფიქრებსაც, რომლებიც ისეთივე წარმატებით გამოგჭრიან ყელს, აქეთ ფაშისტებს რომ ეძახიან, იმათ გაუჭირდებათ. დუმს უფლებადაცველთა დიდი ნაწილია, ეტყობა საკმარისად ძლიერი ვგონივართ, რომ ამ ომს თითქმის მარტომყოფი მოვიგებ. თუმცა რატომ მარტო? განა უმადური ვარ – მეგობრებსაც ვხედავ, ხმალამოღებულები რომ მიცავენ და რაც მთავარია, ათიათასობით უცხო ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს მიზიარებენ და მამხნევებენ ამ საშინელ მანქანასთან პირისპირ მდგომს. ყველამ ხომ იცის, ცილისმწამებელმა, ძველმაც და ახალმაც, დღევანდელმა და ხვალინდელმაც, გულში მაინც ხომ იცის, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგის კეთებას ვცდილობდი და თუ ვინმესთვის რამე დამიშავებია – უნებლიედ. თუმცა ცხოვრება სამართლიანობის პრინციპის ძნელად ეფუძნება. თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო. რომელიმე მხარეს რომ ჩემზე რამე რეალური კომპრომატის მსგავსი ჰქონდეს, ამდენი ხანი, სულ მცირე, საკუთარ თამაშში არ ჩამრთავდა? ჩამრთავდა. ამასაც აისხლიტავთ. აისხლიტეთ.მე თუ ქვეყნისთვის საზოგადოდ მნიშვნელოვანი ამბავი არ არის, არ ვერევი, შეიძლება ეს ჩემი ნაკლია კიდეც, მაგრამ ასეა. ამ ორი კვირის მანძილზე კი ჩემეული აქტიურობა, ჩამონათვალში ასე ერთი შეხედვით ეჭვშეუვალ (თითქმის), ბანალურ ჭეშმარიტებებად მოსჩანს.1) ვთქვი, რომ საქართველო ევროპაა და ამის გადახედვა არ გამოვა.2) ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება არ არის კარგი, რომ მტერს ახარებს და მოყვარეს წყინს.3) რომ სტიპენდიას ვუნიშნავ (და არა გმირობას ვანიჭებ) ერთ ახალგაზრდას, რომელიც შესანიშნავი სპორტსმენია, განათლებული და გულანთებული მოქალაქე.4) ვთქვი, რომ ჩემი მეგობარი დღეს კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა. რომ ეს უნდა შეწყდეს!5) ვთქვი, რომ ხელი მაინც ყველას უნდა გავუწოდოთ!ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი. თავს არ ვიმართლებ – ამაყი ვარ..და ამის პასუხად მივიღე საშინელი ტალახი. მეორე მხარეს რატომ არ იცავო? მეორე მხარეს, მეგობრებო, სახელმწიფო დგას, დასჯის უზარმაზარი ბერკეტით. მწერლის და მოქალაქის ვალია, იდგეს სახელმწიფოს ოპოზიციად და ეს ხელისუფალს უნდა ახარებდეს, თუ შეფხიზლებისგან უკეთეს შედეგს იგრძნობს.ახლა საოცრად მშვიდად ვარ. გასაკვირად მშვიდად. შეიძლება იმიტომ, რომ თქვენმა წერილებმა (ათასობითაა – მართლა. ყოველ წამს მოდის და მოდის) დიდი ძალა მომცა. ამ ძალის განცდით დავიძინებ. მშვიდობიანი ღამე ყველას – მტერსაც და მყვარებელსაც. თქვენი გიორგი კეკელიძე“


.

კომენტარებში კი ამატებს:

ზუსტად 34 მცდელობა იყო წუხელ ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის. ბოლო, აგერ ახლა, 20 წუთის წინ. გატეხეთ, წაიღეთ, რა ვიცი, შეგერგოთ მეგობრებო. ????
p.s. ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. შეიძლება ამ პლატფორმიდანაც ბოლოჯერ გეხმიანებით, მაგრამ როგორც ბებიაჩემი ნათელა იტყოდა: “მაი, აფერი".
.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0