x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ცეცხლი და სისხლი“ - ტარგარიენ მეფეთა ისტორია რკინის ტახტის გამოჭედვიდან დრაკონთა დაღუპვამდე
image

ფენტეზი თანამეროვე ლიტერატურის ყველაზე მზარდი ჟანრია. თუ ფენტეზის ჟანრს ვახსენებთ, პირველი მწერალი ვინც შეიძლება გაგვახსენდეს, ალბათ ჯორჯ მარტინია, რომლის გენიალური წიგნების სერიის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალები - „სამეფო კარის თამაშები“ და მოგვიანებით - „დრაკონის სახლი“ გადაიღეს.

image

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ დაწერით, მარტინმა არა მხოლოდ შექმნა ფენტეზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციკლი, არამედ თავად შეცვალა ჟანრი, შემოიღო მკაცრი და არაპროგნოზირებადი ისტორიების მოდა, ორაზროვანი პერსონაჟებითა და სიკვდილის სიუხვით.



ჯორჯ მარტინის „ცეცხლი და სისხლი“ ვესტეროსის ტარგარიენ მეფეთა გვარის ისტორიაზე მოგვითხრობს. ეს არ არის კლასიკური რომანი, როგორც მისი წიგნების სერია, არამედ „წარმოსახვითი ისტორიაა“, რომელსაც მწერალი გვიყვება - მეისტერ გილდიენის პირიდან, ისტორიული ქრონიკის სახით.

image

ჯორჯ მარტინს არ მოსწონს შავ-თეთრი გმირები. ავტორის ნებით, ბედი იშვიათად აძლევს სამეფო ოჯახს მშვიდი ცხოვრების უფლებას; ისინი ცხოვრობენ უკიდურესობების სამყაროში. ყველა ბავშვმა იცის, რომ ტარგარიანები ყოველთვის სიგიჟის ზღვარზე იდგნენ... სიგიჟე და სიდიადე ერთი მონეტის ორი მხარეა. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ტარგარიენი იბადება, ღმერთები მონეტას აგდებენ და მთელი მსოფლიო, სუნთქვის შეკრული თვალით ელოდება, რომელ მხარეს დავარდება ის.

image

„ცეცხლსა და სისხლში“ ვესტეროსის ტარგარიენ მეფეთა ისტორიას ნათელს ჰფენს და სხვადასხვა ეპოქას აღწერს. მკითხველი პირველად იგებს თუ როგორ გააერთიანა შვიდი სამეფო ეიგონ პირველმა, ვინ იყვნენ მის მხარეს, რამდენი ბრძოლა გადაიხადეს, როგორ აშენდა ქინგსლენდინგი და როგორ გაგრძელდა დრაკონის საგვარეულო. წიგნში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა ტარგარიენთა სამოქალაქო ომს „დრაკონთა ცეკვას“, რომლის შედეგებიც ამ გვარისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. HBO-მ სწორედ ამ ომზე გადაიღო ახალი სერიალი.

image

მარტინი მიიჩნევს, რომ არსებობს მწერლების ორი ტიპი – „არქიტექტორები“ და „მებაღეები“. პირველები წინასწარ გეგმავენ ყველაფერს და შემდეგ ააგებენ „ისტორიის შენობას“. მეორენი ისტორიის თესლს მიწაში აგდებენ და მერე ყლორტების მოვლას იწყებენ. მათ იციან რა არის თესლი, მაგრამ არ იციან, რა ფორმას მიიღებს მზარდი მცენარე. მარტინი საკუთარ თავს „მებაღედ“ თვლის.


ზოგადად, „ცეცხლი და სისხლის“ სიუჟეტის ფორმა საკმაოდ თავისებურია. ის არსებითად უბრალოდ ყვება ვესტეროსის ისტორიას ტარგარიანების დროს, ვინ ვისზე დაქორწინდა, ვინ ვინ მოკლა, ვინ აწყობდა ინტრიგებსა და შეთქმულებებს და ა.შ. ეს წიგნი გეხმარება მთლიანი ისტორიების და სხვა წიგნების სტრუქტურის გაგებაში და განსაკუთრებით მოეწონებათ მის თაყვანისმცემლებს.

image

სიუჟეტი იწყება ეგონ დამპყრობლის წინაპრების - ტარგარიენების შესახებ თხრობით, რომლებიც ვალირიიდან დრაკონის ქვის ტერიტორიაზე დასახლდნენ. გრძელდება შვიდი სამეფოს ფაქტობრივ დაპყრობაზე, მის მემკვიდრეებზე. პირველი ტომი მთავრდება ვისერის პირველის გარდაცვალებით და მკითხველი გადაჰყავს „დრაკონების ცეკვაში“ განვითარებულ მოვლენებში.


საინტერესოა, რომ მარტინი თავის წიგნში ჩვენს წინაშე არა როგორც ავტორი, არამედ როგორც მთხრობელი გვევლინება. მარტინი გვეუბნება, რომ რით დასრულდა ეს ყველაფერი ან რა ბედი ეწია რომელიმე გმირის - არავინ იცის.


მარტინის „ცეცხლი და სისხლი“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა. წიგნის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში და ონლაინ.


სანამ მარტინი ახალ წიგნებს წერს, ჩვენ გირჩევთ, რა თანმიმდევრობით წაიკითხოთ ამ სერიის წიგნები:


  • ცეცხლი და სისხლი: ტარგარიენთა ისტორია ( „პირველი ტომი მოიცავს ყველა ტარგარიანების ისტორიას ეგონ I დამპყრობლიდან დაწყებული ეგონ III დრაკონბეინის მმართველობის პერიოდამდე“);
  • ცეცხლი და სისხლი: ასიკვდილო ცეკვა... (წიგნის "ცეცხლი და სისხლი" მეორე ნაწილი მოიცავს სამოქალაქო ომის მოვლენებს, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში რობერტ ბარათეონის აჯანყებამდე. თქვენ შეიტყობთ, როგორ დაეცა ტარგარიენის სახლი და რამ აიძულა ბარათეონის სახლის ახალგაზრდა მემკვიდრე აჯანყებისკენ);
  • შვიდი სამეფოს რაინდი. (ტარგარიენების დინასტიის დაცემამდე ასი წლით ადრე ვესტეროსიც არ იყო მშვიდობიანი ადგილი. ორ მემკვიდრეს შორის რკინის ტახტისთვის ბრძოლის მოგონებები ჯერ კიდევ ახალია და ქალაქში ისევ დგას ეშაფოტები...)



0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0