x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის 5 მსახიობი, რომლებიც კინოში გაშიშვლებას არ ერიდებიან

image


ფილმები საწოლის სცენებითა და "18+" მარკირებით, მაყურებელში იმაზე უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმები, თუმცა თავადაც მოგეხსენებათ, რომ ყველა მსახიობი თამამ სცენებში მონაწილეობას არ თანხმდება! დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდის იმ ცნობილ ვარსკვლავებს, ვისთვისაც კადრში დედიშობილა გამოჩენა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


ნატალი დორმერი


image


მსახიობის შიშველი სხეული მჭიდროდ ასოცირდება სერიალ "სამეფო კარის თამაშების" გმირ მარგერი ტირელთან, თუმცა პრემიერამდე დიდი ხნით ადრე მსახიობმა თავი ისტორიულ დრამა "ტიუდორებშიც" გამოიჩინა.


image



ემი ადამსი


image


"ოსკარის" 6-გზის ნომინანტმა წითურმა ლამაზმანმა 2000 წელს გადაღებული "Psycho Beach Party"-ით მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ემი ადამსმა თავისი სითამამით კინომანები სხვა ფილმებშიც გააოცა, ერთ - ერთი მათგანი კომედიური დრამა "Sunshine Cleaning"-ი გახლავთ, სადაც აბაზანიდან გამოსული მსახიობი მაყურებლის წინაშე სრულიად შიშველი წარსდა, თამამი სცენების სიმრავლით ზემოხსენებულ ფილმს არც სპორტული დრამა "მებრძოლი" ჩამორჩა.


image



ნიკოლ კიდმანი


image


მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, პუბლიკის ფავორიტმა მაყურებელს არაერთი პიკანტური ეპიზოდი აჩუქა. მომაჯადოებელი ნიკოლ კიდმანის "ცხელი" სცენების ხილვა ისეთ ფილმებშია შესაძლებელი, როგორებიცაა "მკვდარი მორევი", "ბეწვი: დაიან არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი", "ჰემინგუეი და გელჰორნი" და სხვა.


image





მარგო რობი

image


ფილმ "უოლ სტრიტის მგელის" განსაცვიფრებელ წარმატებას შეუძლებელია მსახიობის კარიერაზე გავლენა არ მოეხდინა - ის თითქოს კოსმოსში აფრინდა, საიდანაც დედამიწაზე დაშვებას ჯერაც არ აპირებს. სხვათა შორის, მომავალი ფილმი "ბარბი" მარგო რობით მთავარ როლში ასევე რამდენიმე პიკანტურ ეპიზოდს გვპირდება.


image




ევა გრინი

image


ალბათ, ერთ-ერთი პირველი მსახიობი ქალი, რომელიც საწოლის სცენებისას გვახსენდება, ევა გრინია. პირველად, შვედური წარმოშობის ფრანმა მსახიობმა თავი ეროტიკულ დრამა "მეოცნებენში" გამოიჩინა, რომელიც გილბერტ ადერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნა გადაღებული. მოგვიანებით ვარსკვლავი "გულის გამტეხის" ამპლუაში ისეთ ფილმებში მოგვევლინა, როგორიცაა "ცოდვის ქალაქი" და "300 სპარტანელი: იმპერიის აღზევება".


image










0
799
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
799