ფოტოგრაფია 10 ფოტო წარსულიდან, რომელმაც თითქოს დრო გააჩერა 20 მარტი, 19:50 ყოველთვის საინტერესოა ისტორიული ფოტოების ნახვა, ვინაიდან თითოეულ კადრს მხოლოდ მისთვის დამახასაითებელი ატმოსფერო და ხასიათი გააჩნია. ალფრედ ჰიჩკოკი "ბითლზის" ერთ-ერთი წევრის იმიჯით ან კეტრინ დენევისა და დევიდ ბეილის ქორწილის ფოტო ვფიქრობ საინტერესო სანახავია. თქვენ წინაშეა 10 ისტორიული კადრი, რომელიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ და ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.![]() რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, სიყვარული ყოველთვის იყო, არის და იქნება...![]() ალფრედ ჰიჩკოკს ძალიან საინტერესო იუმორის გრძნობა ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ ის ძირითადად, თრილერებსა და საშინელებათა ჟანრის ფილმებს იღებდა, ამ ფოტოზე ლეგენდარულმა კინორეჟისორმა "ბითლზის" ერთ-ერთი წევრის იმიჯი მოირგო![]() 20-იანი წლების ინგლისელი მოდის მიმდევრები, და ვინ გაბედავს ახლა იმის თქმას რომ თანამედროვე მოდა სასაცილოა?![]() და მაინც ბავშვებმა იციან როგორ გაერთონ - ასეთ შეჯიბრებებს პატარები უელსში 1965 წელს აწყობდნენ![]() მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში სახანძრო მანქანები აი, ასე გამოიყურებოდა, საინტერესო აგრეგატია ვერაფერს იტყვი!![]() ფოტო ულამაზესი კატრინ დენევისა და დევიდ ბეილის ქორწილიდან, 1962 წელი![]() ამ უზარმაზარ საზღვაო ბინადარს თავისი გაბარიტების გამო მეტსახელად "გიგანტური სკაროსი" ეწოდა. თევზი 1933 წელს დაიჭირესასე გამოიყურებოდა შიგნიდან "როლს - როისი", რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ძვირადღირებული სეგმენტის ავტომობილად ითვლებოდა![]() სტივენ სპილბერგი ფილმ "ყბების" გადასაღებ მოედანზე ოხუნჯობს. ამ ზღვის სისხლისმსმელი არსების თოჯინა მაშინ რა თქმა უნდა, საოცარი აღმოჩნდა!ეს დღეს აქვს ყველას ყინული საყინულეში, თორემ ადრე ყინულით ფირმებისა და მაღაზიების მომარაგება ხდებოდა. პირველი მსოფლიო ომი მთელს ევროპაში მძვინვარებდა, ამიტომ ქალები იძულებულები იყვნენ ისეთი დავალებები შეესრულებინათ, რომლებსაც ადრე მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ... ქალები აკეთებდნენ ყველაფერს, ქარხნებში მუშაობიდან დაწყებული ყინულის მასიური ბლოკების ფრონტის ხაზზე გადატანით, ასეთი სამუშაოების საჭიროება აშკარა იყო ვინაიდან მაშინ მაცივრები ხელმისაწვდომი არ იყო. იმ დროს ყინულის განაწილება ქვეყნის მასშტაბით ხდებოდა, კურიერებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყინულის უზარმაზარი ბლოკები ურმებისა და მანქანების საშუალებით გადაჰქონდათ.
1135 შეფასება არ არის |