x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერიკ კლეპტონის ტრაგედია და უდიდესი ჰიტი, რომელიც დაღუპულ ვაჟს მიუძღვა
image

აგერ უკვე 30 წელზე მეტია, 20 მარტი ერიკ კლეპტონის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, 1991 წლის სწორედ ამ დღეს მისი ვაჟი კონორი, რომელიც ოთხწლინახევრის იყო, ნიუ-იორკში, ცათამბჯენის 53-ე სართულიდან გადმოვარდა. იმ დროს სახლში დედამისი მოდელი ლორა დელ სანტო იმყოფებოდა.


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბავშვი დედასთან, მსახიობ და მოდელ ლორა დელ სანტოსთან ერთად ცხოვრობდა. ამ დროისთვის ერიკის ურთიერთობა ლორასთან თითქმის გაფუჭებული იყო და ორივე საკუთარ პირად ცხოვრებას თავისებურად აგრძელებდა. მაგრამ ბავშვები ყოველთვის წმინდა თემა იყო როკ-მუსიკოსისთვის.


დიახ, ის არ იყო იდეალური ქალებთან მიმართებაში. 25 წლის ასაკში მას საკუთარი მეგობრის, ჯორჯ ჰარისონის ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა.(როგორც ხედავთ არც მეგობართან ურთიერთობაში იყო იდეალური) შეყვარებულებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება, თუმცა ფორმალურად პატი ბოიდი კვლავ ჰარისონის ცოლად ითვლებოდა .



ურთიერთობის დაწყებიდან მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. პატი ვერ დაორსულდა და წყვილმა ხელოვნური განაყოფიერებაც კი გადაწყვიტა. მაგრამ ბოიდს მუცელი მოეშალა. ოთხი წლის შემდეგ ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ.


ჯერ კიდევ პატიზე იყო დაქორწინებული, როდესაც ერიკის ერთმანეთის მიყოლებით ჰქონდა რომანი სხვადასხვა ქალებთან. მის ქმრიან თანაშემწეს, ივონ ჰან კელის, ერიკისგან შეეძინა ქალიშვილი რუთ კელი. მაგრამ ვინაიდან არც ბავშვის დედა და არც თავად კლეპტონი იყო თავისუფალი, მამობის აფიშირება დიდი ხანი არ ხდებოდა.


იმავე წელს, როდესაც გოგონა დაიბადა, ერიკი ხვდება იტალიელ მოდელს, ლორა დელ სანტოს. კლეპტონი უზომოდ ბედნიერია, რადგან გაიგებს, რომ მალე ისევ მამა გახდება.


კონორი დაიბადა 1986 წლის 21 აგვისტოს. კლეპტონმა პირველად რომ დაინახა, მოულოდნელად მამა გაახსენდა. ის კანადელი სამხედრო მოსამსახურეს უკანონო შვილი იყო. ერიკის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის ერთი წლისაც არ იყო. დედა მარტო დიდხანს არ ყოფილა და მალევე სხვა კანადელზე გათხოვდა,

ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი - მისი და.




კლეპტონმა როდესაც ჩაიხუტა პატარა კონორი, უცებ იგრძნო, რომ ადამიანი, რომელმაც მას სიცოცხლე მისცა, ახლა ამ ბიჭის სახით უყურებდა. ამ დროს დაიბადა სიმღერა "«My Father’s Eyes» "(მამაჩემის თვალები)


თუმცა, როკ-მუსიკოსი ყოველდღიურად ვერ ნახულობდა შვილს. კონცერტები, რეპეტიციები, გასტროლები - ექსტრავაგანტულ შემოქმედებით გრაფიკში დიდი დრო არ რჩებოდა ბავშვთან კომუნიკაციისთვის.


ერიკი სტუმარი მამა იყო, მაგრამ ყველა შეხვედრას აფასებდა. იმ დღესაც, როდესაც უბედურება მოხდა, ის და კონორი ზოოპარკში უნდა წასულიყვნენ.

ცხოვრება დაინგრა, როცა საშინელი სატელეფონო ზარი გაისმა.


- ის მკვდარია! ჩვენი შვილი მოკვდა!-ისტერიულად ყვიროდა ლორა ყურმილში და ვერ უხსნიდა, თუ რა მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვიღაცას დაავიწყდა იატაკიდან ჭერამდე აზიდული უზარმაზარი ფანჯრის ჩაკეტვა და პატარა კონორმა, თამაშის დროს, შემთხვევით გააღო ის.


მოგვიანებით კლეპტონმა აღიარა: იმ მომენტში, როცა ტრაგედიის შესახებ შეიტყო, ვერაფრს გრძნობდა. შიგნით სრული სიცარიელე სუფევდა, თითქოს ყველაფერი ბოლომდე ჩაიფერფლა და დაიწვა. დაკრძალვაზე როკ-მუსიკოსს ცრემლი არ ჩამოუგდია - ლორას ახლობლებმა ცივი ინგლისელს გულგრილობაში დაადანაშაულეს.


მისი ტკივილი სწორედ იმ სიმღერაში გამოიხატა, რომელიც ჟღერს ფილმში „კაიფი“. " Tears in Heaven"-რომელიც კონორს მიუძღვნა. ტექსტი შეიცავს შემდეგ სიტყვებს: „სამოთხეში რომ შეგხვდე, ადგომაში დამეხმარები…“


კლეპტონი ამ ულამაზეს კომპოზიციას, რომელმაც მსოფლიოს 12 ქვეყანაში #1 ადგილი დაიკავა 2004 წლამდე ყველა კონცერტზე ასრულებდა. შემდეგ კი შეეშვა . ამ თარიღამდე სამი წლით ადრე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელიც დაეხმარა წამოდგომაში.


2001 წელს ერიკს ამერიკელი გრაფიკოსისგან - მელია მაკენერისგან შეეძინა ქალიშვილი ჯული როუზი. ბავშვის ნათლობის დროს წყვილმა საკუთარი ქორწინების შესახებ განაცხადა. ცერემონია გაიმართა იმავე ეკლესიაში, სადაც კლეპტონის ვაჟი კონორია დაკრძალული.


0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0