x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავების ,,შიშველი დუბლიორები"- ვინ არიან ქალები, რომლებიც ცნობილი მსახიობების მაგივრად თამაშობენ თამამ სცენებში?

დღეს რთულია რაიმე თამამი სცენით გააკვირვო მაყურებელი, მსახიობი როლის შესასრულებლად ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად, თუმცა ზოგიერთი მათგანი აღფრთოვანებული არაა იმით, რომ საკუთარი შიშველი სხეული დიდ ეკრანებზე უნდა გამოჩნდეს. სწორედ ამიტომ იყენებენ დუბლიორებს:

1. ემილია კლარკის დუბლიორი- როუზი მაკი

“სამეფო კარის თამაშები" სიშიშვლეს და თამამ სცენებს ნამდვილად არ უჩივის. ემილია კლარკი დიდი ხნის განავლობაში ამბობდა უარს მსგავს სცენებში გამოჩენაზე, ამიტომ მას დუბლიორი უპოვეს, ესპანელი როუზი მაკი, უნდა ითქვას ისიც, რომ მეოთხე სეზონის შემდეგ ემილია დუბლიორების დახმარებას აღარ მიმართავდა.image

2. ჰელენა ბონემ კარტერის დუბლიორი- ლორა გრეიდი

ცნობილ ფილმში “მებრძოლთა კლუბი" ჰელენამ ასევე დუბლიორს მიმართა თამამი სცენების შესრულებისთვის. და როგორც ჩანს არც თუ ისე ტყუილად. ლორა გრეიდიმ აღიარა, რომ საწოლის სცენა ამ ფილმში ყველაზე რთული იყო მისი კარიერის ისტორიაში. image

3. პენელოპა კრუსის დუბლიორი- მონიკა კრუსი

პენელოპამ დახმარებისთვის მიმართა საკუთარ დას, მონიკას. საქმე იმაშია, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებების დროს მსახიობი ორსულად იყო, ასე რომ რთული ილეთების შესრულება მონიკას მოუწია.image

4. ჯინა დევისის დუბლიორი- ჯული სტრეინი

დუბლიორში არანაკლებ გაუმართლა ჯინა დევისსაც. “, ტელმა და ლუიზა"-ს გადასაღებ მოედანზე ის ქარიზმატულმა მოდელმა ჯული სტრეინმა შეცვალა. სწორედ მისმა შიშველმა სხეულმა მოახდინა შთაბეჭდილება მამაკაცი კინომაყურებლის მნიშვნელოვან ნაწილზე. image

5. ამელ ბერაბას დუბლიორი- შერილ ფერნანდესი

ამელ ბერაბა ეკრანზე იმ მიზეზით არ გაშიშვლა, რომ ეგონა მისი სხეული არ იყო საკმარისად მიმზიდველი ამგვარი სცენებისთვის. ამიტომ, ფილმში “პლასტმასი" გახდა ახლა უკვე ცნობილ მომრერალს, შერილ ფერნანდესს მოუწია.image

6. იზაბელა როსელინის დუბლიორი- კეტრინ ბელი

კეტრინ ბელისთვის დუბლიორობა კინოს სამყაროში ერთგვარ „შესასვლელად“ იქცა. მისმა ბრწყინვალე ფიგურამ მას საშუალება მისცა იზაბელა როსელინის ნაცვლად ეთამაშა ფილმში "სიკვდილი მას უხდება". შემდეგ კი უფრო სერიოზული როლები მიიღო.image

7. ჯულია რობერტსის დუბლიორი- შელი მიშელი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ცნობილ “ლამაზმანში" ჯულიას თამამ სცენებში მონაწილეობა არ მიუღია, მის ნაცვლად რიჩარდ გირთან ითამაშა მოცეკვავე შელი მიშელმა. image

0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0