ამგვარი ვარჯიში სპეცრაზმელებსაც არ დაესიზმრებათ!- ჩინელი ბორტგამცილებელი ქალების მკაცრი წვრთნები
თუკი ოდესმე იმგზავრებთ ჩინური ავიარეისებით, კარგად დააკვირდით ბორტგამცილებლებს, რომლებიც საოცრად დახვეწილად მოგეჩვენებათ. სინამდვილეში კი ამ პროფესიის დაუფლება ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს:
ლამაზი ღიმილისა და სწორი პოზის მიღმა მრავალი საათის ინტენსიური ვარჯიშია, რომლის ბოლომდე მიყვანა არც ისე მარტივია. ესენი არიან სიჩუანის პროვინციის სამოქალაქო ავიაციის კოლეჯის სტუდენტები - მომავალი ბორტგამცილებლები. მათ კბილებით უჭირავთ ჩვეულებრივი ხის ჯოხები, რათა მათი ღიმილი ლამაზი და უნაკლო გამოჩნდეს. თავზე ჟურნალიც “სილამაზისთვის" არ აქვთ დადებული, ასე გოგონები სწავლობენ თავის სწორად დაჭერას.
კიდევ ერთი სავარჯიშო კარგი პოზის გასავითარებლად: გოგონები 3 წუთის განმავლობაში თავზე დადებული მინერალური წყლის ბოთლით უნდა იდგნენ, 
მომავალ ბორტგამცილებლებს მუხლებს შორის უჭირავთ A4 ქაღალდის ფურცელი, რათა ისწავლონ სწორად დგომა.
ფრენის ეტიკეტის გაკვეთილებზე, ფაქტობრივად ყველა პოზა, რომელიც შეიძლება მიიღოს ბორტგამცილებელმა ფრენის დროს, პრაქტიკაში გამოიყენება.
კოლეჯში უსაფრთხოებასაც არ ივიწყებენ. მათ ცალკე გაკვეთილები ეძღვნება, რა დროსაც ბორტგამცილებელი სწავლობს კუნგ ფუსა და ტაეკვონდოს ტექნიკას.
ზოგიერთი საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილები ტარდება ღია ცის ქვეშ და უფრო ჰგავს ჯარისკაცების ვარჯიშს, ვიდრე ჩვეულებრივი ბორტგამცილებლისას.
სუფთა ჰაერზე გოგონები სწავლობენ დაბრკოლებების გადალახვას, ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას და ზემოქმედების ძალას. ფინალური გამოცდის ჩაბარება არც ისე ადვილია: ბორტგამცილებელს პირველივე ცდაზე ერთი ხელით კერამიკული თეფშის გატეხვა უწევს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თვითმფრინავის რეალურ პირობებში თავდამსხმელების განეიტრალების გაკვეთილებს.
ეს მშვენიერი სტიუარდესები გადიან ხანგრძლივ ვარჯიშს და სერიოზულ ტრენინგს, რათა კლიენტებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იყოს ფრენა.