x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამგვარი ვარჯიში სპეცრაზმელებსაც არ დაესიზმრებათ!- ჩინელი ბორტგამცილებელი ქალების მკაცრი წვრთნები

თუკი ოდესმე იმგზავრებთ ჩინური ავიარეისებით, კარგად დააკვირდით ბორტგამცილებლებს, რომლებიც საოცრად დახვეწილად მოგეჩვენებათ. სინამდვილეში კი ამ პროფესიის დაუფლება ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს:image

ლამაზი ღიმილისა და სწორი პოზის მიღმა მრავალი საათის ინტენსიური ვარჯიშია, რომლის ბოლომდე მიყვანა არც ისე მარტივია. ესენი არიან სიჩუანის პროვინციის სამოქალაქო ავიაციის კოლეჯის სტუდენტები - მომავალი ბორტგამცილებლები. მათ კბილებით უჭირავთ ჩვეულებრივი ხის ჯოხები, რათა მათი ღიმილი ლამაზი და უნაკლო გამოჩნდეს. თავზე ჟურნალიც “სილამაზისთვის" არ აქვთ დადებული, ასე გოგონები სწავლობენ თავის სწორად დაჭერას.image
კიდევ ერთი სავარჯიშო კარგი პოზის გასავითარებლად: გოგონები 3 წუთის განმავლობაში თავზე დადებული მინერალური წყლის ბოთლით უნდა იდგნენ, image
მომავალ ბორტგამცილებლებს მუხლებს შორის უჭირავთ A4 ქაღალდის ფურცელი, რათა ისწავლონ სწორად დგომა.image
ფრენის ეტიკეტის გაკვეთილებზე, ფაქტობრივად ყველა პოზა, რომელიც შეიძლება მიიღოს ბორტგამცილებელმა ფრენის დროს, პრაქტიკაში გამოიყენება.image
კოლეჯში უსაფრთხოებასაც არ ივიწყებენ. მათ ცალკე გაკვეთილები ეძღვნება, რა დროსაც ბორტგამცილებელი სწავლობს კუნგ ფუსა და ტაეკვონდოს ტექნიკას.image
ზოგიერთი საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილები ტარდება ღია ცის ქვეშ და უფრო ჰგავს ჯარისკაცების ვარჯიშს, ვიდრე ჩვეულებრივი ბორტგამცილებლისას.image
სუფთა ჰაერზე გოგონები სწავლობენ დაბრკოლებების გადალახვას, ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას და ზემოქმედების ძალას. ფინალური გამოცდის ჩაბარება არც ისე ადვილია: ბორტგამცილებელს პირველივე ცდაზე ერთი ხელით კერამიკული თეფშის გატეხვა უწევს.image
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თვითმფრინავის რეალურ პირობებში თავდამსხმელების განეიტრალების გაკვეთილებს.image
ეს მშვენიერი სტიუარდესები გადიან ხანგრძლივ ვარჯიშს და სერიოზულ ტრენინგს, რათა კლიენტებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იყოს ფრენა.image








0
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0