როგორები იქნებოდნენ ნაპოლეონი, კლეოპატრა და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ?
ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორები იქნებოდნე ისტორიული პირები დღეს? ციფრული მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი ბეკა სალადინი თავის გვერდზე “Royalty now" სწორედ ასეთ სურათებს წარმოგიდგენთ:
1. ალექსანდრე მაკედონელი- მსოფლიო დამპყრობელი, რომლის სახელი დღეს ყველამ იცის
2. ნაპოლეონ ბონაპარტი- საფრანგეთის იმპერატორი 1804-1814 და 1815 წლებში, სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საფრანგეთის სახელმწიფოს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა დასავლეთის ისტორიაში.
3. მარკიზა დე პომპადური- ჟანა ანტუანეტა პუასონი, უფრო ცნობილი, როგორც მარკიზა დე პომპადური, იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ოფიციალური ფავორიტი, რომელიც 20 წლის განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ საქმეებზე, მფარველობდა მეცნიერებებსა და ხელოვნებას.
4. უილიამ შექსპირი- ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, ითვლება ინგლისური ენის უდიდეს მწერალად და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დრამატურგად.
5. პოკაჰონტასი- ინდიელი პრინცესა, პაუჰატანის ინდიელთა ტომის ბელადის ქალიშვილი. 
6. მარკუს ავრელიუსი- რომის იმპერატორი ანტონინების დინასტიიდან, ფილოსოფოსი, გვიანი სტოიციზმის წარმომადგენელი, ეპიქტეტის მიმდევარი.
7. ელეონორა აკვიტანელი- აკვიტანისა და გასკონის ჰერცოგინია, საფრანგეთის დედოფალი 1137-1152 წლებში, ინგლისის დედოფალი 1154-1189 წლებში, ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ქალი შუა საუკუნეების ევროპაში.
8. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, კლასიკური მუსიკის მთავარი ფიგურა კლასიციზმსა და რომანტიზმს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი მსოფლიოში.
9. კლეოპატრა VII ფილოპატორი - ელინისტური ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი მაკედონიის პტოლემეების დინასტიიდან.
10. ადრიანი- რომის იმპერატორი 117-138 წლებში.
11. ლივია დრუზილა- ოქტავიანე ავგუსტუსის ცოლი, იმპერატორ ტიბერიუსის დედა.
12. ჯეინ გრეი- ინგლისის უგვირგვინო დედოფალი 1553 წლის 10-დან 19 ივლისამდე, ხალხის თქმულებით- "ცხრა დღის დედოფალი".
13. იულიოს ცეზარი- ძველი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, სარდალი, მწერალი.
14. ნეფერტიტი- ძველი ეგვიპტის ფარაონის, ეხნატონის “მთავარი ცოლი"
15. ვლად ცეპეში- ვალაჰიის მბრძანებელი 1448, 1456-1462 და 1476 წლებში ბრემ სტოკერის რომანში „დრაკულა“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი.