x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
8 უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული ფოტო, რომელსაც ბავშვებს სულ ტყუილად არ აჩვენებენ

image


ისტორია ყოველთვის აინტერესებდა კაცობრიობას და არა მხოლოდ ფუჭი ცნობისმოყვარეობის გამო. წარსულის შესწავლა საშუალებას იძლევა მიმდინარე მოვლენების უკეთ გარკვევაში და შეცდომების გაცნობიერებაში, რომელიც აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს. ყოველთვის საინტერესოა იმის ცოდნა თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში, რა ახარებდათ, რა ადარდებდათ, რაზე ოცნებობდნენ, ხოლო იმისთვის რომ ისტორია კარგად იცოდეთ, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით, არამედ წვრილმანებითაც უნდა ინტერესდებოდეთ, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება აღადგინოთ სრული სურათი იმისა რაც წარსულში მოხდა, და ამაში რაღა თქმა უნდა, ისტორიის არქივში შემონახული ფოტოსურათებიც დაგეხმარებათ. თვენ წინაშეა უაღრესად საინტერესო 8 ისტორიული ფოტოკადრი, რომელიც ყველა თქვენგანმა უნდა ნახოს.


image


ალბერტ აინშტაინი საჯაროდ გმობდა რასიზმს. ის კანის ფერის მიხედვით ადამიანთა დაყოფას "თეთრკანიანთა დაავადებად" მიაჩნევდა, თუმცა მის დღიურში იქნა აღმოჩენილი ჩანაწერები, სადაც თანამედროვე ფიზიკის მამა და ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინელებზე უარყოფითად საუბრობდა. ფოტოზე ალბერტ აინშტაინი ფერადკანიანი სტუდენტებისთვის ლექციას კითხულობს.


image


ცოტამ თუ იცის, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ბრიტანეთის არმიის ქალთა ქვედანაყოფის წევრიც კი გახდა, აწ უკვე გარდაცვლილი დედოფალი შესანიშნავად მართავდა არა მხოლოდ ავტომობილებს, არამედ მოტოციკლებსაც, რასაც აღნიშნული ფოტოც ადასტურებს.


image


ისტორიაში უკვე იყო პანდემიის შემთხვევები. მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ესპანური გრიპი მძვინვარებდა, რომელსაც ასევე "ისპანკასაც" უწოდებდნენ. საერთო ჯამში, ამ ვირუსით დედამიწის მთელი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი დაინფიცირდა, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობაზე მეცნიერები დღემდე კამათობენ. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარებას ავალდებულებდნენ, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში სახლებში დარჩენას ურჩევდნენ. ეს ფოტო სან - ფრანცისკოში 1918 წელს არის გადაღებული. პოლიციელი გამვლელს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საყვედურობს.

image


გარეგნულად ის - ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, თუმცა ისტორია მას გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ პიროვნებად იცნობს. მისი სახელი ამონ გეთია. ის გახლდათ საკონცენტრაციო ბანაკ პლაჟოვის კომენდანტი, რომელსაც სულ მცირე 500 უიარაღო ადამიანი პირადად ჰყავდა მოკლული. მისი საყვარელი გასართობი პატიმრების შეურაცხყოფა და ტანჯვა იყო. გეთის სადისტური მეთოდები ყველას შოკში აგდებდა. ომის დასრულების შემდეგ ამონ გეთი 2000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს განაჩენის თანახმად, ჩამოხრჩობით, სიკვდილით დასაჯეს.

image


1988 წლის აპრილში კინაღამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა Boeing 737-ს, რომელიც ჰოლოს აეროპორტიდან ჰონოლულუში 7300 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, ფიუზელაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი მოძვრა. პილოტებმა თვითმფრინავის დაშვება შეძლეს, მართალია ბიზნეს - კლასის მგზავრებიდან არავინ დაღუპულა, თუმცა ამ საშინელ შენთხვევას ერთი ბორტგამცილებლის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც ავარიის დროს ქარის ნაკადმა თვითმფრინავის ბორტიდან გადმოაგდო, მისი ცხედარი ვერსად იპოვეს.



image


Boeing 737-ის მგზავრებს კი გაუმართლათ, მაგრამ კოსმოსური შატლის - "ჩელენჯერის" ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა. აფეთქება უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. ფოტოზე სწორედ აღნიშნული ტრაგედიის თვითმხილველები არიან აღბეჭდილნი.


image


დღეს, ტრანსპორტის მოლოდინში ყველას თავი სმარტფონში აქვს ჩარგული, გასული საუკუნის 70-იან წლებში კი აშშ-ში მონეტებზე მომუშავე ასეთი ტელევიზორები იყო გავრცელებული, რომლებიც მატარებლის სადგურებსა და ავტოსადგურებში იდგა.


image


1945 წლის აგვისტოში იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც ზოგიერთი მონაცემით, თითქმის 140 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებით. ფოტოზე ქალი ბავშვთან ერთად განადგურებული ჰიროსიმას ფონზე ზის.







0
1149
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1149