x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"უძინართა მზე"-საუკეთესო ციტატები
image


20 მარტს 75 წელი შეუსრულდა ქართველ რეჟისორს და მსახიობს თემურ ბაბლუანს, მისი დებიუტი შედგა კინოფილმში "ღიმილის ბიჭები"(1969წ.) სადაც მალხაზის როლი შეასრულა, შემდგომ იყო კიდევ რამდენიმე როლი(მაგალითად ტელესპექტაკ "კუკარაჩაში" მურტალოს როლი), თუმცა ბაბლუანმა უპირველეს ყოვლისა, როგორც რეჟისორმა სახელი გაითქვა ფილმით "უძინართა მზე", ნამუშევარი რეჟისორმა საკუთარი ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.ფილმს, რომლის გადაღებაც 7 წელიწადს გრძელდებოდა(1985-1992)რამდენიმე საერთაშორისო პრიზი ხვდა წილად, ხოლო თავად ფილმი და საუნდრეკი, რომლის ავტორიც თავად ბაბლუანია, საკულტო ნამუშევრად იქცა, ფრაზები ფილმიდან აგერ უკვე 30 წელიწადია ხალხში გავრცელდა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშად იქცა:



• - ეს რა ჭირი გვჭირს, ტოოოო!

• - აუჰ, არისტოტელე მომიკვდა.


- არაუშავს, ეს კი არა, ის - ნაღდი არისტოტელე მოკვდა.

• - ამ ბავშვის სულისათვის შენი დამპალი სიცოცხლე მიჩუქნია!

• - ვა პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!

• - ჰა, ამარცხებ კიბოს?!

• - ვააა ფულიიი?!


• - კარგი, ძმაო. რადგან ეგრეა, ეგრე იყოს. მაგრამ ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ, რას იტყვით?

- სხვა რამე?

- ჰო, სხვა რამე.

- სხვა რა უნდა იყოს? - რა ვიცი, აბა...

- სხვა რამე? რა უნდა იყოს რო, ა?

- რა უნდა იყოს და აგერ შარვალში 25 სანტიმეტრიანი მკიდია და ყოველი თვის ბოლოს შამაიარეთ...

- ე, შენ ბიჭო, აზრზე მოდი.

- აზრზე კი არა, გა...თ აქედან, სანამ.

- თავს იღუპავ.

- შენ ე, ჩვენს მოთმინებასაც აქვს პრედელი.

-თქვენ გინდათ ჩემი ფული?! მე თქვენს დედებს მოვ****ავ!!


• - ერთი ამასთან მაჩხუბა. აი ეს კიდევ გამაჟიმია რა! გავრილ, ვინ უფრო კაი ტიპია, მე თუ ეს, აბა ნახე.

- Конечно шэн, эг вин чеми пехебия?


• - ეს ცუდი ბიჭია... ციხეში იჯდა!

• - ძაან არ გაარჩიოს მაგან, სოხუმშია თუ თბილისში!

• - ჰოდა თუ კარგავენ [ფულს], ვიღაც ხომ პოულობს, არა?!

• - დაკარგვას პოვნა ჯობია შვილო!

• - გინდა კარგია, უნდა გერგებოდეს!

• - შენ კი არა, შენ ადგილზე ნალბო რომ იყოს, ნალბანდიანი, გინდაც ლაკი ლუჩიანო, მისაღები უნდა მივიღოთ!


-ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც


-არასოდეს არაფერი არ მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე მაინც. იცოდე სხვისი არაფერი შეგშურდეს მამა, და იცოდე ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ, გესმის შვილო?

0
462
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0