x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
სელებრითები, რომლებსაც პროვოკაციული ჩაცმულობა განსაკუთრებით ხიბლავთ

image


ცნობილი ვარსკვლავები თავიანთი გამომწვევი და საკმაოდ თამამი "ლუქებით" საზოგადოებას ხშირად შოკში აგდებენ, რაც ნაწილობრივ მათი მეტისმეტად ღრმა დეკოლტისა და ე.წ. "შიშველი კაბების" დამსახურებაა, რომელიც მოდაში ჯერ კიდევ 2016 წელს შემოვიდა და ცნობილ ქალბატონებს შორის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ყოველი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სელებრითები საზოგაოდებისა და პრესის ყურადღების მისაქცევად არჩევანს სწორედ ასეთ თამამ, საღამოს კაბებზე აკეთებენ და შეუმჩნევლებიც პრაქტიკულად არასოდეს რჩებიან. მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებსაც პროვოკაციული ჩაცმულობა განსაკუთრებით ხიბლავთ.




რიანა

image


"გრემის" დაჯილდოების წითელი ხალიჩა - მსოფლიო პრესის ყურადღების მისაპყრობად მშვენიერი შანსია. როგორც წესი, ასეთ შესაძლებლობას ბარბადოსელი ლამაზმანი ხელიდან არასოდეს უშვებს. ერთხელ დივა მუსიკალური დაჯილდოების პრესტიჟულ ცერემონიაზე ჩინელი დიზაინერის გუო პეის ე.წ. "ომლეტის კაბით" გამოცხადდა, რომლის "ორიგინალობითაც" ყველა შოკში ჩააგდო.


image




მირანდა კერი


image


ავსტრალიელმა სუპერმოდელმა და მსახიობმა მირანდა კერიმ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის "Kaufman Franco"-ს წითელი კაბა შეარჩია, რომელმაც მისი ტორსი ნახევრად მოაშიშვლა. პუბლიკის ფავორიტს თამამი დეკოლტის დემონსტრირების არასოდეს ერიდება, რაც კანში გამართულ "Magnum"-ის ღონისძიებაზე "Victoria's Secret"- ის ყოფილმა "ანგელოზმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მოდელი საღამოზე ემანუელ უნგაროს ნახევრად შიშველ, ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა.


image




მეგან ფოქსი


image


"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი - ჰოლივუდის იმ სელებრითებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც თავისი ჩაცმულობით მაყურებლის შოკირება განსაკუთრებით ხიბლავს. მაგალითად, "MTV VMA"-ას წითელ ხალიჩაზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე მსახიობი გამჭვირვალე კაბით წარსდგა, რის შემდეგაც მოდის გამოცემების პირველ გვერდებზეც აღმოჩნდა.


image



ანია ტეილორ-ჯოი


image


ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც სერიალ "ლაზიერის გამბიტში" მონაწილეობით გახდა ცნობილი "Vanity Fair"-ის წვეულებაზე "დიორის" გამჭვირვალე, მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა. იმ საღამოს, ყველა მოდური დასავლური ჟურნალი გადაჭრელებული იყო სათაურებით - "თამამმა და სექსუალურმა ანია ტეილორ-ჯოიმ თავისი ჩაცმულობით ყველა შოკში ჩააგდო".


image






0
328
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
328