x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ჰქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე“ - კესარია აბრამიძე დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგოზე
image


მოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მოზარდი ასფიქსიით არ დაღუპულა.

.


"რა მაკარონი და რა ჩიფსი, ახლა მოვდივარ სამძიმრიდან. ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების!! ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა, საქანელიდან სიბნელეში რატომ წავიდოდა თუ ცუდად გახდა?!!


,

სავარაუდოდ, მოძალადემ ცადა ძალადობა და გაიქცა, ბავშვს ჰქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე, ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც მხოლოდ ძალადობაზე მიანიშნებს. შიშის ნიადაგზე, ბავშვს დაემართა პირღებინება, რამაც გამოიწვია გაგუდვა. ხოლო მოძალადე გაიქცა!!!


P.s. ეს არის გარდაცვლილი ბავშვის დედის (ჩემი მეგობრის) ვერსია. დიდი იმედია, გამოძიება უფრო ზუსტად დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს. ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია", - წერს მოდელი.

.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.


რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ასფიქსიამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0