x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

image


არის კითხვები, რომლებზეც ცალსახა პასუხის პოვნა ძალიან რთულია. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს ჰიპოთეზები... მაგ., ავიღოთ უძველესი ასტრონავტები და პალეოასტრონავტიკა, ანუ სფერო, რომელიც კაცობრიობის ისტორიას, მის არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის კონტექსტში იკვლევს.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ დედამიწას, უძველეს დროში, არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ და როგორც მეცნიერთა ნაწილი თვლის, ეს ადამიანები პლანეტიდან იყვნენ, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას, განვითარების დონის მიხედვით, ათასობით და შეიძლება, მილიონი წლითაც კი უსწრებდა.


imageასტრონავტის პეტროგლიფები. ვალ კამონიკა, იტალია. დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 10 000 წლით.



თუმცა, ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად განიხილება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ უძველესი ასტრონავტები, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანები მომავლიდან. ამ მოსაზრების ავტორები ვარაუდობენ, რომ მომავალში, ჩვენი ცივილიზაცია იმდენად განვითარდება, რომ შექმნის ტექნოლოგიას, რომლითაც დროში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, პალეოასტრონავტები, შეიძლება, მომავლიდან ჩამოსული ადამიანები ყოფილიყვნენ.

უძველესი ხალხების მიერ შექმნილი გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებთ, ის ადამიანები ძალიან ჰგავდნენ თანამედროვე ასტრონავტებს, ხოლო მათი საფრენი აპარატები, თანამედროვე კოსმოსურ ხომალდებს.


imageმაიას მეფის «პაკალ დიდის» სარკოფაგის სახურავი. VII ს. (მაიას ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც თითქოს, სატრანსპორტო საშუალებაში ზის. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს კოსმოსური ხომალდია.)



როგორც ვხედავთ, პალეოასტრონავტიკა და მასთან დაკავშირებული თეორიები, ძალიან საინტერესოა და მეცნიერები უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავენ, მასთან დაკავშირებულ საიდუმლოს ამოსახსნელად. ამისთვის, არქეოლოგიის სპეციალური საერთაშორისო კვლევითი ასოციაციაც კი არსებობს, რომელიც პალეოასტრონავტიკას და არამიწიერ ინტელექტს იკვლევს და რომელიც, SETI–ისადმი (არქეოლოგია, ასტრონავტიკა და კვლევითი ასოციაცია – SETI ან A.A.R.A.) მიძღვნილ კონფერენციებს, რეგულარულად აწყობს.

უძველესი ასტრონავტების საკითხი აუხსნელი რჩება და დღემდე არც მფრინავი აპარატების შესახებ არის ცნობილი, რომლებიც გადმოცემით, ძველ მსოფლიოში უკვე არსებობდა.


imageიეროგლიფები და მფრინავი აპარატების გამოსახულება სეთი I ტაძრის კედელზე, ეგვიპტე



საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძველი ცივილიზაციები, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თანამედროვისაგან შორს იყვნენ. იმ დროს, თითქოსდა, გამორჩეული არაფერი შექმნილა... მაგრამ, ძველი დროის მფრინავი აპარატები, ნამდვილად რომ, იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* გველით გამოცდა

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* 5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით



2
761
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
761
  
2023, 25 მარტი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2