x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე დაბალი ბოდიბილდერი დაქორწინდა(ვიდეო)
image

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ბოდიბილდერი, რომლის სიმაღლე 102 სმ -ია დაქორწინდა თავის პარტნიორზე, რომელიც მასზე ოდნავ მაღალია- 127 სმ.


28 წლის პრატიკ ვიტალ მოჰიტი, რაიგადადან, ( მაჰარაშტრა შტატი, ცენტრალური ინდოეთი) რომელიც დაბადებიდანვე ინვალიდი იყო, მთელი ცხოვრება იბრძოდა იმისთვის, რომ საზოგადოებას როგორმე მორგებოდა და სკეპტიკურად იყო განწყობილი, არ სჯეროდა, რომ ოდესმე იპოვნიდა ცხოვრების მეგზურს.


ოთხი წლის წინ მან გაიცნო 22 წლის ჯაია, მას შემდეგ, რაც მათი ოჯახები ეძებდნენ ისეთ მეწყვილეს, რომლებიც სიმაღლეში შეეფერებოდნენ ერთმანეთს .



მაგრამ იმ დროს პრატიკი, კრიკეტის ფანატი, ოჯახის შექნისთვის მზად არ იყო . მან თქვა: ” ჯაია დანახვისთანავე მომეწონა და ვფიქრობ, რომ მასაც მოვეწონე, როგორც ჩანს, ის მოხიბლული იყო ჩემი ფიზიკური აღნაგობით, მაგრამ მე ვერ შევძლებდი მის უზრუნველყოფას. მინდოდა კარგი სამსახური მეშოვა, ბოდიბილდერში წარმატებისთის მიმეღწია და დავრწმუნებულიყავი, რომ მისი უზრუნველყოფა შემიძლია“.

image

მას შემდეგ პრატიკი ბევრს მუშაობდა და აღარ ფიქრობდა იმაზე, რომ მისი სიმაღლე მის ცხოვრებაზე იმოქმედებდა.


დღეს ის უკვე მსოფლიოში ცნობილია, გინესის რეკორდსმენი, როგორც "ყველაზე დაბალი კონკურენტუნარიანი ბოდიბილდერი მსოფლიოში".


მან იასპარეზა 50-ზე მეტ შეჯიბრში და ახლა მუშაობს პერსონალურ მწვრთნელად დამწყები ბოდიბილდერებისთვის და თავის დროს ანაწილებს ორ სავარჯიშო დარბაზში.


ინსტაგრამზე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მათ რიცხვვშია ამერიკელი მომღერალი სნუპ დოგიც, მას ხშირად მიმართვენ მსხვილი ბრენდები თანამშრომლობისა და სპონსორობისთვის.


საბოლოოდ, ჯერ კიდევ დეკემბერში, პრატიკმა იგრძნო, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად იყო, ამიტომ მშობლებმა მოაწყვეს მორიგი შეხვედრა მასსა და ჯაიას შორის და თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთმანეთისთვის ყოველდღიურად მესიჯების გაგზავნა, სანამ საბოლოოდ მათი მშობლები არ შეთანხმდნენ, რომ ისინი უნდა დანიშნულიყვნენ, რაც ჩვეულებრივია ინდურ ტრადიციაში, შემდეგ კი ქორწილი.

image

წყვილი 13 მარტს, დაქორწინდა, საპატარძლომ და საქმრომ, რომლებიც ტრადიციული ინდუსურ საქორწილო სამოსში იყვნენ გამოწყობილნი მთელი ღამე იცეკვეს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში.


3
204
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
2023, 24 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3