x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მთვრალი ვიყავი" - ანა სემიონოვიჩმა უპასუხა იმ ბრალდებას, სადაც მამაკაცის შეცდენას ცოლის თვალწინ აპირებდა (ვიდეო)
image

სამი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ანა სემენოვიჩის ვიდეო, სადაც შოუმენ ალექსანდრე რევასთან ერთად ცეკვავს. მაყურებელს ვიდეო ექვსი ზომის მკერდის მფლობელის საკმაოდ ეროტიული მოძრაობების წყალობით დაამახსოვრდა.


სანამ რევა, (ნამდვილი სახელი არტურ პიროჟკოვი)ასრულებდა თავის ჰიტს, ანა მის გარშემო მაცდუნებელად ცეკვავდა. სემენოვიჩმა ეროტიკულად შეათამაშა ძუძუები და ფეხები მოიშიშვლა, რითაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. სიტუაციის პიკანტურობას ისიც მატებდა, რომ ეს ყველაფერი ალექსანდრეს მეუღლის- ანჟელიკას თვალწინ ხდებოდა.

image


მაშინ სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ სემენოვიჩს რევას ცდუნება კანონიერი მეუღლის თვალწინ სურდა.


სამი წლის შემდეგ, Rutube-ს შოუს "ბოროტი ენების" ახალ გამოშვებაში სემენოვიჩმა კოლეგის ცდუნებას ცოლის თვალწინ ბრალდებას უპასუხა. ანას თქმით, იმ საღამოს მან უბრალოდ ძალიან ბევრი ალკოჰოლი დალია.


"მაგიდასთან ვიჯექით, ვგრიალებდით. ფილიპ კირკოროვი, კოლია ბასკოვი, ყველა ჩემი მეგობარი... დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი... ღვინო ყელამდე გვქონდა, მეც დავლიე. როგორ ხდება კოლეგებთან? როცა კოლეგა მღერის, თქვენც ამხნევებთ. წავედი საცეკვაოდ! არ მახსოვს როგორ მოვხვდი. რა უნდა ვთქვა, მთვრალი ვიყავი. მართლაც, მთვრალი, ”- თქვა მან.


ანა ამბობს, რომ "არაფერი დაუშავებია". რაც შეეხება ვულგარულ მოძრაობებს, სემენოვიჩმა უბრალოდ გადაწყვიტა ცეკვით გამოეჩინა თავი.


„არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. რევა არ მიცდუნებია. საკუთარი თავი ვაცდუნე. კარგ ხასიათზე ვიყავი, სასიამოვნო წრეში ვტრიალებდი“, - ირწმუნება ანა.


0
217
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0