საზოგადოება "ძალიან დიდი ხანია გულით აღარ მიხარია და გულიანად აღარ ვიცინი“ - რა შეემთხვა ნიკა ქავთარაძეს 18 მარტი, 9:39 ![]() ცნობილმა ქართველმა იუმორისტმა საკუთარი შეგრძნებების ცვლილებაზე ღიად ისაუბრა. პოპულარული შოუმენი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო ხანს მას გულით აღარაფერი უხარია და ძალიან უნდა ეს შეგრძნება დაუბრუნდეს.. , გთავაზობთ სტატუსს მისი "ფეისბუქის" გვერდიდან: “ძალიან დიდი ხანია გულით აღარ მიხარია და გულიანად აღარ ვიცინი. უბრალოდ ქცევა აქვს გონებას დამახსოვრებული და ვიზუალურად მსგავს რაღაცას აკეთებს.ძალიან მინდა, დამიბრუნდეს ეს ორი შეგრძნება.” – წერს ნიკა ქავთარაძე. . ნიკა ქავთარაძე წლების მანძილზე რამდენიმე იუმორისტული ტელეპროექტის ავტორი და გადაცემის წამყვანი იყო. ბოლო ხანს ის ტელეკომპანია "ფორმულაზე" იყო. 255 1-ს მოსწონს
|