x
image
თეონა გორდეზიანი
ქართველი დედა არასოდეს დაკარგავს სამშობლოს...საინტერესო ისტორია
მე ამერიკელი ქმარი მყავს. ერთად სამ ვაჟკაცს ვზრდით. ჩემს შვილებს რომ ჰკითხო, სადაურები ხართო, დაუფიქრებლად გიპასუხებენ, ქართველებიო. და ამას სიამაყით გააკეთებენ. თუმცა თავიდან ასე სულაც არ იყო.image
როდესაც სინგაპურში იმავე კითხვას უსვამდნენ, პატარები, სულ რამდენიმე წლისანი, პასუხობდნენ: სინგაპურელიო. შემდეგ ავუხსენით, რომ შენი სამშობლო ის არ არის, სადაც დაიბადე. სამშობლო გეოგრაფიის საკითხი როდია, მასთან რაღაც ბევრად უფრო ძლიერით ვართ დაკავშირებული - გენეტიკით, კულტურითა და ისტორიით, რომელიც სისხლში გვაქვს. და მაინც რა არის ეს „რაღაც“?
ცნობილი ქართველი მწერალი, ნოდარ დუმბაძე იხსენებს, ერთხელ ქართულის მასწავლებელმა როგორ ააყენა და ჰკითხა, რა არის სამშობლოო:
- დუმბაძე, ადექი და მიპასუხე: რა არის სამშობლო?
- სამშობლო? სამშობლო - ადგილი, სადაც დავიბადეთ და...
- კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი.
ძალიან დიდ ხანს ვიფიქრე.
- დაჯექი, დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
- არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, - შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.
ვიცი და ვერ ვამბობ... დიახ, აი, ზუსტად ეს არის სამშობლო. შენში ღრმად ჩაბუდებული შეგრძნება, ძალა, ემოცია, რომლის სიტყვებში მოხელთებასაც ვერ ახერხებ. ეს განცდა იმდენად ძლიერია, რომ უარს ამბობს, ენას დაემორჩილოს. ჩვენში არსებული ყველაზე ძლიერი შეგრძნებები ხომ, სწორედაც რომ, გამოუთქმელია, მათ სახელი არა აქვთ. როცა გეკითხებიან, რა არის სამშობლო - არ იცი, როცა არ გეკითხებიან - იცი.
თიკა სვანიძე-ვენკო
0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0