x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გაჰყვა ცოლად 24 წლის გოგონა 85 წლის მოხუცს?
image

საზოგადოება უკვე მიჩვეულია ალმაცერად და კრიტიკით შეხედოს წყვილებს დიდი ასაკობრივი სხვაობით. მაგრამ ჩვენი დღევანდელი გმირების მტკიცებით? მათ დემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა.



მირაკლსა და ჩარლზს შორის ასაკი 61 წელია. თუმცა ასეთი შთამბეჭდავი ასაკობრივი სხვაობა მათ სიყვარულს ხელს არ უშლის.


ახალდაქორწინებულები შვილების გაჩენასაც კი აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი ცოლის პაპაზე 13 წლით უფროსია.



მაშ ასე, გთავაზობთ სიყვარულის ისტორიას, რომელიც შთაგონებითა და პოზიტივით არის სავსე და ამტკიცებს, რომ კავშირი ორ მონათესავე სულს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე საზოგადოების მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ნორმა.


image


მირაკლმა ჩარლზი გაიცნო 2019 წელს სამრეცხაოში მუშაობისას . გოგონა და მამაკაცი სწრაფად დამეგობრდნენ. მაშინ მირაკლი 20 წლის იყო, ჩარლზი კი 81-ის.


სამსახურში მირაკლის უთხრეს, რომ ჩარლზი პენსიაზე გასული უძრავი ქონების აგენტი იყო. სამრეცხაოში იგი სულ ერთი და იგივე ტანსაცმლით მოდიოდა. ერთხელაც მირაკლის უთხრეს, რომ ჩარლზს სჭირდებოდა დახმარება: "ერთ დღეს მან ვალსით მოიარა სამრეცხაო, ცეკვა-ცეკვით მომიახლოვდა, დახლზე ფურცელი დადო და მითხრა: "დაწერე შენი ნომერი". ის იყო ჩემი რაინდი ბრწყინვალე აბჯარში, ” იხსენებს მირაკლი.


ახალგაზრდა ქალმა განმარტა, რომ ჩარლზმა ხალასი იუმორით მოხიბლა. ამბობს, რომ ჩარლზთან თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდა.


გოგონამ რა თქმა უნდა იცოდა, რომ ჩარლზი მასზე ბევრად უფროსი იყო. თუმცა, მამაკაცის ზუსტი ასაკი მისთვის დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. და როდესაც საბოლოოდ გაიგო, რამდენი წლის იყო, მათი ურთიერთობიდან უკვე 2 თვე იყო გასული. მირაკლმა გააცნობიერა, რომ უკვე გრძნობები ჰქონდა ჩარლზის მიმართ.



ახალგაზრდა პატარძალმა ასევე განმარტა, რომ ქმრის ასაკს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს: ”არ მაინტერესებს ის 100 წლისაა თუ 55 წლის, მე მომწონს იმიტომ, რომ ის, ის არის. თავიდან ვიფიქრე, რომ ის 60-70 წლის იქნებოდა, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებოდა“.


გოგონა ასევე დასძინა, რომ მისი 85 წლის ქმარი ყოველთვის ხალისიანი და აქტიურია.


მირაკლის დედამ, 45 წლის ტამიკამ და 72 წლის პაპა ჯომ თავიდანვე მხარს უჭერდნენ ჩარლზთან ურთიერთობას . ფაქტია, ხედავდნენ როგორ უხაროდა მირაკლს, როგორი ბედნიერი იყო. მაგრამ მირაკლის მამა იყო წინააღმდეგი. ქალიშვილის ურთიერთობა 80 წლის მოხუცთან არ იწვევდა დადებით ემოციებს.


თუმცა, საბოლოოდ, მამამისი შეეგუა ვითარებას. ეს რომ არ მომხდარიყო, ის უბრალოდ ქალიშვილს დაკარგავდა.


„მამაჩემს ვუთხარი, რომ მისი მხარდაჭერა მჭირდებოდა და მინდოდა, რომ საკურთხეველთან მივეყვანე . როგორც კი ჩარლზს შეხვდა და ესაუბრა, მაშინვე შეუყვარდა“, - ამბობს გოგონა.


და ბოლოს, ...24 წლის მირაკლის ჰქონდა შესანიშნავი ქორწილი, რომელსაც იგი თავის ცხოვრებაში „საუკეთესო დღეს“ უწოდებს.


მირაკლი აღიარებს, რომ ადამიანები აკრიტიკებენ მათ დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო. მაგრამ მისთვის და ჩარლზისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

image

ისინი მოუთმენლად ელიან ერთად ოჯახის შექმნას. მირაკლს განზრახული აქვს ჩარლზთან ორი შვილი გააჩინოს . სხვათა შორის, ჩარლზს აქამდე შვილი არ ჰყოლია.

5
480
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
480
  
2023, 14 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5