x
image
თეონა გორდეზიანი
ის, რაც რეალურად ყველა ადამიანს სურს და გვიან აცნობიერებს ...
როცა დავბერდები, უსაშველოდ თეთრი თმა მინდა მქონდეს, ზამთრის მოყინული დღეების შემდეგ წამოსული თოვლის მსგავსი.
როცა დავბერდები ღრმა ცხოვრების ნაოჭი მინდა მაჩნდეს... ამოკითხვა რომ შეძლოს ადამიანმა.
შრომის უნარი? - იმდენი მაინც შემეძლოს, სხვის ტვირთად არ გადავიქცე.
იღბალი? - იღბალი არ მინდა. სიბერეც ერთგვარი შანსია.
რწმენა? - აუცილებლად, ოღონდ უფრო გამძაფრებული.
სიმდიდრე არ მინდა. ჩემი სიმდიდრე ოჯახია.
როცა დავბერდები მეხსიერება უფრო დამჭირდება, ვიდრე პენსია.
ახლობლების სიყვარული არ გაქრებოდეს ნეტავ. იმდენად ძვირფასი ჰქვია თითოეულ მათგანს, განშორება გამიჭირდება.
ცარიელი სახლი არ მინდა დაბერებისას. ჭიქა წყლის მომტანი მერცხალი ყველა ოჯახში უნდა დაფრინავდეს.
სამოსი? - რა ვიცი. ჩემი ტანსაცმელი ჩემი სხეულია. მცირედზეც კმაყოფილი ვიქნები.
მაგრამ, დროს რას მოვუხერხებ?
როცა დავბერდები? - თვალის ჩინს ნუ დამიკარგავს ღმერთი, მერე როგორ დავინახავ მერცხლებს!
შიში?- შიში სულ არის. სხვისი, მომავლის, არ ვიცი. შიში დიდია და ალბათ, უფრო გაიზრდება.
თეთრი თმა მაინც მინდა. ჭაღარების მიღმა არსებული ცხოვრება რომ დავინახო სარკესთან.
ნეტავ, ლანდებიც არ გაქრებოდნენ.
სწორედ ისე, ისე მინდა ვიცხოვრო რომ როცა დავბერდები არაფერს
ვნანობდე.
imageავტორი: ქეთი კიპაროიძე
0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0