x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

ყველაზე დიდი გველი, რომელიც ოდესმე ჩვენს პლანეტაზე ყოფილა, ტიტანობოაა (Titanoboa cerrejonensis) image


გველის ეს სახეობა, 58–60 მლნ. წლის წინ ბინადრობდა და უკვე რა ხანია, გადაშენდა. ის წარმოუდგენლად დიდი იყო: მისი სიგრძე 15 მ–ს აღწევდა, სხეულის გარშემოწერილობა 1 მ–მდე ჰქონდა და დაახლოებით, 1, 25 ტ. იწონიდა. საბედნიეროდ, დღეს მისი ნახვა, მხოლოდ მაკეტის სახით შეგვიძლია.


imageimageimage



რაც შეეხება ყველაზე პატარა გველს, ეს ბარბადოსის ვიწროპირიანი გველია (Leptotyphlops carlae)image


«გველი კარლა» — გინესის წიგნში შესული, ყველაზე პატარა გველია მსოფლიოში. ის ჩვეულებრივ ჭიაყელაზე პატარაც კი არის. ზრდასრული ქვეწარმავლის სიგრძე 10 სანტიმეტრია. მისი ბინადრობის არეალი კი, მხოლოდ კუნძული ბარბადოსია. კარლა სრულიად უვნებელია და მას კბილებიც კი არა აქვს. იკვებება ტერმიტებით და სხვა პატარა ზომის მწერებით. ამჟამად, გადაშენების გზაზეა. მიზეზი კი ის არის, რომ გამრავლების პერიოდში, მხოლოდ 1 კვერცხს დებს და ბინადრობის არეალის შემცირება, რომელიც ტყეების გაჩეხის შედეგია.

რაც შეეხება სახელს, გველი 2008 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ბლერ ჰეჩმა აღმოაჩინა და სახელი თავისი მეუღლის კარლა ენ ჰასსის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც პროფესიით ჰერპეტოლოგია (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ქვეწარმავლებს შეისწავლის) და ბარბადოსის ექსპედიციაში მასთან ერთად იყო.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* 10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

* ესმით თუ არა გველებს ფლეიტის ხმა?


არხის სხვა სიახლეები:


* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* 25 ტატუ, რომლის გამოც, პატრონს არ შერცხვება

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე



1
611
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
611
  
2023, 20 მარტი, 10:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1