x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შოკისმომგვრელი ფაქტი: ჰიტლერი "ამის" გაკეთებას ცოლსა და რჩეულს სისტემატურად აიძულებდა

image


ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნაცისტის სპეციფიკური ხასიათი არა მხოლოდ ენითაღუწერელ ძალადობასა და სისასტიკეს, არამედ მთელი ერების კონტროლისა და მართვის თავისებურ იდეებს ეფუძნებოდა. ფიურერთან დაახლოვებულმა პირებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ მას სხვების დათრგუნვა ისევე უყვარდა, როგორც ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის ხილვა. ჰიტლერი ამას "ჯანმრთელი" პიროვნების ჩამოყალიბების განუყოფელ ნაწილად თვლიდა. ფიურერს თავისი გაუკუღმართებული აზროვნების ცალკეული მომენტების რეალიზება მხოლოდ რჩეულისა და მეუღლის გარემოცვაში შეეძლო.


image


ევა ბრაუნი ჰიტლერის ცხოვრებაში იყო ყველაზე ცნობილი, თუმცა არა ერთადერთი ქალი. მათი გაცნობა ურთიერთობით არ უნდა დასრულებულიყო, ვინაიდან მათ შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ევა ძალიან ახალგაზრდა და უმწიკვლო გახლდათ, ჰიტლერთან პირველი შეხვედრის დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.


image


ის ფოტო სტუდიაში მუშაობდა და სამომავლოდ გარკვეულ გეგმებსაც კი სახავდა, თუმცა 40 წლის ფიურერისთვის, რომელიც მასთან სამსახურში რეგულარულად მიდიოდა და მის მიმართ გარკვეული ყურადღების ნიშნებსაც ავლენდა ევამ უარის თქმა ვერ შეძლო. ეს არა მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ჰიტლერს უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა, არა, ევა უბრალოდ მისი საქციელით მოიხიბლა. ახალგაზრდა გოგონების უმრავლესობას როგორც წესი, მათ მიმართ ზრდასრული მამაკაცების მიერ გამოჩენილი ყურადღება განსაკუთრებით სიამოვნებთ, ჰოდა არც ბრაუნი იქცა გამონაკლისად.


image


ჰიტლერმა თავისი მოკრძალებული და თავაზიანი ქცევით ასევე მსახიობი რენატა მიულერიც მოხიბლა. უცნობია ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, თუმცა ფაქტია რომ მათ შორის გარკვეული ურთიერთობა არსებობდა, მაგრამ ზუსტად როგორი - უცნობია, ვინაიდან ადოლფ ჰიტლერს არასტაბილური ფსიქიკა ჰქონდა, მას ურთიერთობისგან ფიზიკური სიამოვნების მიღების ნაცვლად უფრო დამამცირებელი "აქტები" უყვარდა. ძალიან ხშირად ის "მსხვერპლის" როლში ყოფნას ამჯობინებდა.


image


ფიურერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერვერსია მისი ფეხებით გათელვა იყო, რომლის გაკეთებასაც ის როგორც მიულერს, ასევე ბრაუნსაც სისტემატურად აიძულებდა. ამგვარად, ჰიტლერი, რომლის ფსიქიკაც სტაბილური არასოდეს ყოფილა, ასეთი აქტისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებდა. ის დარწმუნებული იყო რომ ადამიანების განადგურებასა და მათ აბუჩად აგდებაზე ბრძანების გაცემა, და ასევე მთელი რაიხის მმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა თუ ადამიანი თავადაც "დაჩაგრულად და დათრგუნულად" იგრძნობდა თავს. ხანდახან ჰიტლერი უცნაური "დაკმაყოფილების" მეთოდს კვირაში რამდენჯერმე მიმართავდა, რაც როგორც მისი რჩეულისთვის, ასევე მეუღლისთვისაც აუტანელი იყო.


image


ევასაც და რენატასაც საშინელი ბედი ეწიათ. ქალებმა ფიურერისა და მისი ცხოვრების შესახებ იმდენი რამ იცოდნენ, რომ მის გარეშე ისინი ცოცხლები ვერ დარჩებოდნენ. ჰიტლერს ორივე ქალზე უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზეგავლენა ჰქონდა, ამიტომაც ორივე მათგანმა მისი ბრძანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.










0
1234
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1234