x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათის პროფესიის შესახებ

შუა საუკუნეებში ჯალათის პროფესია ყველასთვის ნაცნობი იყო. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:image

1. ჯალათის ტრადიციული თავსაბურავი ფიქციაა. ფაქტობრივად, ჯალათები სახეს არ მალავდნენ. ერთადერთი გამონაკლისი არის შუა საუკუნეების ზოგიერთი მეფის სიკვდილით დასჯა;

2. ჯალათს უფლება ჰქონდა წყვილისთვის ჯვარი დაეწერა;

3. ჯალათს ჰქონდა ერთგვარი შემოსავალი დასჯიდან. თავიდან მას უფლება ჰქონდა მხოლოდ ის აეღო, სიკვდილმისჯილს ჯიბეში ჰქონდა, შემდეგ კი უფლება მიეცათ მსჯავრდებულის ტანისამოსიც დაეტოვებინათ;

4. ჯალათს უფლება ჰქონდა ბაზრიდან უფასოდ წაეღო საკვები. მიზეზი ის იყო, რომ ბევრი გამყიდველი უარს ამბობდა მათგან ფულის მიღებაზე.

5. ჯალათს შუა საუკუნეებში შეეძლო ეგზორციზმის ჩატარება (ადამიანში მობინადრე დემონების განდევნის პროცედურა). ფაქტია, რომ წამება ითვლებოდა ბოროტი სულის განდევნის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო გზად, რომელმაც სხეული დაიპყრო.

6. ეკლესიაში ჯალათი ყველას უკან, კარებთან უნდა მდგარიყო და ბოლოს უნდა მისულიყო ზიარებისთვის;

7. საფრანგეთში ასევე იყვნენ ქალი ჯალათებიც. სენტ-ლუის 1264 წლის ბრძანებაში ნათქვამია, რომ „ვინც ცილისწამება ან უკანონო ქმედება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათრახს მიიღებს მისივე სქესის ადამიანისგან, კერძოდ: კაცი დაარტყამს კაცს და ქალს - ქალი, მამაკაცის დასწრების გარეშე“.

8. თუ ჯალათი პენსიაზე გავიდოდა, იგი ვალდებული იყო ქალაქისთვის ეპოვა მისი შემცვლელი.

9. საზოგადოებაში მისი პოზიციის მიხედვით, ჯალათი დაახლოებული იყო საზოგადოების ისეთ დაბალ ფენებთან, როგორებიც იყვნენ მეძავები და მსახიობები. ჯალათთან შემთხვევითი კონტაქტიც კი უსიამოვნო იყო ხალხისთვის.

10. ჯალათს ხშირად უწევდა მუშაობა ხალხისთვის. ის ვაჭრობდა გვამების ნაწილებით და მათგან დამზადებული წამლებით, ასევე სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებით. მაგიის და ალქიმიის შესახებ სხვადასხვა წიგნებში ხშირად ნახსენებია ისეთი რამ, როგორიცაა „დიდების ხელი“ (დამნაშავის მოჭრილი მტევანი) და თოკის ნაჭერი, რომლითაც დამნაშავეს ახრცობდნენ.

1
435
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
435
  
2023, 17 მარტი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1