x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ცოლი ჩემი დარდია, მაგრამ გაუმჯობესება არის...“ - მერაბ სეფაშვილი
image

'

ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ღიად ალაპარაკდა. ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავის მისი მეუღლე, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

.


„უკეთესობა არის. ნინოს, თავდაპირველად, ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ. ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად.. რაღაც ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ და კინაღამ მოვკვდი. სხვა ქვეყანაში ვიყავით მაშინ ჩვენ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო.“. - აღნიშნავს სეფაშვილი.

,

რამდენიმე თვის წინ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარი ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. მან წამყვანის კითხვას უპასუხა თავისი ქორწინების შესახებ:

'

„ვიგრძენი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. რომ შეხვდები ადამიანს, ემოციები სხვანაირი წამოვიდა. აქედან გამომდინარე აეწყო. პირველი შეხვედრა მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი… რაც უნდა გიყვარდეს ადამიანი, ყველას უფიქრია მეუღლესთან დაცილებაზე. ყოფილა ორი-სამი თვე რომ წახვალ, მერე შენს თავშიც ფიქრობ, რატომ ვაკეთებ ამასო. მერე რაღაცებს გადააფასებ და წყნარდები. ეს იცის ბოჰემურმა ცხოვრებამ. მეუღლე სწორად აზროვნებდა, აბსოლუტურად სწორი ლოგიკით. თუ გადადგამ ამ ნაბიჯს, რომ ასეთი პროფესიის ადამიანს გაჰყვები, აღარ უნდა ინერვიულო, უნდა მიეჩვიო. მე რას გავაკეთებ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ სულ ეჭვით და პრობლემით ცხოვრება ძალიან რთულია…“

0
579
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0