x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალებისადმი მიძღვნილი 14 ისტორიული ფოტო, რომლებიც თქვენს მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება!

image


შეუძლებელია ქალის სილამაზის აღწერა, რადგან ყველასთვის ის განსხვავებული, აუხსნელი და ეფემერულია. მთელი ისტორიის მანძილზე ქალებმა ბევრი გაჭირვება გადაიტანეს, მძიმე შრომა გაწიეს, ბევრმა მათგანმა დროსაც გაუსწრო და კოსმოსიც კი დაიპყრო, თუმცა ამავე დროს ისინი ყოველთვის საოცარ მომხიბვლელობასა და პირველქმნილ სილამაზეს ინარჩუნებდნენ. დღევანდელ სტატიაში შევეცადე თქვენთვის წარმომედგინა თუ რამდენად გასაოცარი და განსხვავებულები არიან ისინი, და რა წვლილი შეიტანეს მათ ისტორიაში. თქვენ წინაშეა ქალებისადმი მიძღვნილი 14 ისტორიული კადრი, რომელიც თქვენს მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩება.


image



როცა ხელები პროდუქტებით გაქვთ დაკავებული ცხვირის მოფხანა დამეთანხმეთ რომ არც ისეთი მარტივი საქმეა... მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ კოსმოსში სკაფანდრით ხართ, და უცებ ცხვირი აგექავათ? გამოსავალი არსებობს! და ამას იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფერეტი საკუთარ მაგალითზე გვიჩვენებს, რომელმაც ამ საჭიროებისთვის სპეციალური - ვალსალვას მოწყობილობა გამოიყენა, რომელიც ასევე ყურებში წნევასაც ათანაბრებდა.



image


ბრიტანელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი და 60-ზე მეტი რომანის ავტორი აგატა კრისტი პირველი მსოფლიო ომის დროს საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. ფოტოზე, რომელიც 1914 წლით არის დათარიღებული, სწორედ 24 წლის აგატა კრისტის ხედავთ.

image



ჯეიზა გერი - გახლავთ ისტორიაში პირველი მოდელი "გველის ტყავით", რომელმაც თითქმის ყველა წამყვანი ტაბლოიდური ჟურნალის მთავარი გვერდები დაიპყრო. მისი კანი ასე იქთიოზის გამო გამოიყურება, რომელიც საკმაოდ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაა.


image



1908 წელს ლონდონში IV ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, სადაც სიმაღლეზე ხტომაში გოგონებიც ასპარეზობდნენ. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ჭიმავს სპორტსმენი ფეხს!

image



ცნობილი "გოგონა - აქლემი" - ელა ჰარპერი 1870 წელს იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. მისი მუხლის სახსრები მეორე მხარეს სპეციფიურად იყო გადმობრუნებული, რის გამოც მას ნორმალურად სიარული არ შეეძლო, მაშინ ასეთი ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ცირკში ახდენდნენ, და ელამაც იქ დიდ წარმატებას მიაღწია! გოგონა თავისი სასიამოვნო სახისა და გენეტიკური დაავადების კონტრასტული სხვაობის წყალობით კვირაში 5000 დოლარამდე გამოიმუშავებდა. ელა ჰარპერი 1921 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.



image



ყველა ქალი ძლიერია თავისი ინტელექტითა და სილამაზით. ეს ორი კონცეფცია კი 1955 წელს ტუჩსაცხის რეკლამაში გაერთიანდა.


image



ბოსტონის მარათონის ორგანიზატორები კეტრინ სვიტცერის შეჩერებას ცდილობენ. კეტრინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 1967 წელს მარათონი გაირბინა, მანამდე ითვლებოდა, რომ ქალებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ.


image



გარუჯვა უკვე დიდი ხანია რაც მოდურ და მიმზიდველ ტენდენციად იქცა. 1940-იან წლებში შეერთებულ შტატებში ასეთ ავტომატებს ყველგან ნახავდით, რომელთა საშუალებითაც გარუჯვა სულ რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი, თუმცა უცნობია რამდენად უსაფრთხო იყო მისი შემადგენლობა.


image



ქალები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ არაერთი დიდებული ადამიანის მუზებიც იყვნენ. 1950 წლით დათარიღებულ ფოტოზე სალვადორ დალი მადლიერების ნიშნად ე.წ. "ნატურშიცას" ხელზე ეამბორება, რომლის გარეშეც ის თავის ახალ შედევრს ნამდვილად ვერ შექმნიდა.


image



ოჰო, აი, მესმის საცურაო კოსტიუმი! დამეთანხმეთ, რომ 1980-იანების სსრკ-სთვის აღნიშნული ფასონი საკმაოდ თამამი იყო. ფოტო მოსკოვში, სილამაზის პირველ კონკურსზეა გადაღებული.


image



საინტერესოა, ამისთანა რა სიტყვა წარმოსთქვა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველმა მდივანმა, ვლადისლავ გომულკამ 1960 წელს, რომ აღლუმის მონაწილე ახალგაზრდა გოგონა პირდაპირ მის საკოცნელად გაემართა. როგორც ჩანს, მაღალჩინოსნის სიტყვა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა!


image



იმისთვის, რომ გოგონებს სანაპიროზე გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათ თან პორტატული გასახდელები უნდა ეტარებინათ. ფოტო აშშ-ში 1938 წელს არის გადაღებული. რა კარგია, რომ დღეს ქალებს მისი ტარება უკვე აღარ უწევთ.


image



1920 წლით დათარიღებული ფრანგ მემაქმანეთა ნატიფი გემოვნებით შესრულებული ნამუშევრის ფოტო, სამივე მათგანს ასეთი სილამაზის შესაქმნელად რამდენიმე თვე სჭირდებოდა.


image


პოეტ ჯორჯ გორდონ ბაირონის ქალიშვილმა ადა ლავლეისმა მოღვაწეობის სფეროდ არა ხელოვნების სამყარო, არამედ მათემატიკური მეცნიერება აირჩია. გრაფინია ლავლეისი ცნობილია კალკულატორის გამოგონებით. ის ითვლება პირველ პროგრამისტად ისტორიაში, და ეს ყველაფერი მე-19 საუკუნეში! ადამ დაწერა პროგრამები, რომლებიც ვერცერთმა მისმა თანამედროვემ ვერ გაიგო, თუმცა მოგვიანებით სწორედ ისინი დაედო საფუძველად ელექტრონული გამომთვლელი მანქანების პირველ კოდებს.







0
1333
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1333