x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
image

საფეხბურთო პორტალმა FourFourtwo-მ მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:


10)ჯორჯ ბესტი— ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი, საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელად. თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.


1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და როგორც წლის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად ასევე, საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის შეფასებით იგი იყო „საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ჩრდილოეთ ირლანდიის მწვანე მაისური მოურგია.



image

9)რონალდინიო-ბრაზილია-შემტევი ნახევარმცველი, ეროვნული ნაკრების, აგრეთვე ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“, აგრეთვე მექსიკური „კერეტაროს“ რიგებში.. „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით(2005).მსოფლიოს ჩემპიონი(2002) და სხვა.

image

8)ალფრედო დი სტეფანო- არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. იცავდა „რივერ პლეიტის“, „ურაკანის“, „მილიონარიოსის“, მადრიდის „რეალის“, „ესპანიოლის“, არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა ღირსებას. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.

image

7)ფრანც ბეკენბაუერი-გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი. ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში.ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.


image

6)ზინედინ ზიდანი--საფრანგეთი, შემტევი ნახევარმცველი-ეროვნული ნაკრების და ბორდო, იუვენტუსი, რეალ მადრიდის მოთამაშე, მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და სხვა. ათი წლის მანძილზე იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი .

image

5)იოჰან კრუიფი-ჰოლანდია- ნაკრების, "აიაქსის" და ბარსელონას" ფორვარდი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ჰოლანდიის 8-გზის და ესპანეთის ჩემპიონი, ჩეპიონთა თასის სამგზის მფლობელი3-გზის ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, კრუიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ.


image

4)კრიშტიანუ რონალდუ-პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2023 წლის 1 იანვრიდან იცავს „ალ-ნასრის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.


პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ ერთა ლიგა და ოქროს ბურთი 5-ჯერ .

image


3) დიეგო მარადონა-არგენტინა-თავდამსხმელი, ნაკრების, თამაშობდა ბოკა ხუნიორსის, ბარსელონას, სევილიას, ნაპოლის და სხვა გუნდების შემადგენლობაში. ფიფა-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი(1986), არგენტინის და ესპანეთის ჩემპიონი, იტალიის თასი მფლობელი, უეფას თასის და სუპერთასის მფლობელი.

image

2)პელე--ბრაზილია-თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, აგრეთვე იყო სანტოსში და ნიუ-იორკ კოსმოსში.1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS)-საუკუნის ფეხბურთელად, იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია(541 გოლი).სულ მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში.


ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად აღიარეს. მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol).მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.

image

1)ლიონელ მესი- არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2021 წლის 10 აგვისტოდან იცავს „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.


ოქროს ბურთის შვიდგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრებთან ერთად. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.

image

10
1055
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1055
  
2023, 6 აპრილი, 21:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მარტი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 17:35
ტექნიკური შეცდომაა სამწუხაროდ,რონალდოა და არა რონალდინიო,ასე რომ კიჭა არის ათეულში..პელეზე გეთანხმები
2023, 18 მარტი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

რონალდინიო არის დასახელებული და მისი კარიერა აღწერილი,ხოლო სურათი ლუის ნაზარიო დე ლიმა-რონალდოს ფოტოა. გავარტყი იმ ათეულს,სადაც პელე მეორეა და კიჭა ათეულშიც არ არის შეყვანილი. მთელმა მსოფლიომ იცის,თუ ვინ იყო პირველი და ეს იყო ედსონ არანტეს დუნასიმენტუ- პელე. პირველი იყო პელე და მერე დანარჩენნი.
2023, 15 მარტი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10