საზოგადოება „არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს! გვიშველეთ!“ - ხაინდრავა 15 მარტი, 8:45 ![]()
კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნის საკითხს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე ეხმაურება. ხაინდრავა პარალელურად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ოპოზიციონერებს პირდაპირ მიმართავს და მოუწოდებს, რომ კანადა იღუპება და რამე მოიმოქმედოს.
/
გთავაზობთ მის პოსტს:
„კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს! გვიშველეთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა. ![]() 96 შეფასება არ არის
|