საზოგადოება "სპონტანურად ამდენი პატრიოტის შეკრება დასაფასებელია, გენაცვალეთ“ - ხათუნა ხოფერია 2023, 14 მარტი, 16:31 . ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მოძალადე „ალტ ინფოს“ დღევანდელ აქციას სოქსელით ეხმაურება და წერს: . „ალტ- ინფო, ვიფიქრე, იმ ქარაქუცა ქაცარავას ჩვენი კონსერვატორი ბიჭებიც ასროლინებენ ქუსლით ქვასთქო და მოსვლაც არ მიფიქრია… ფეხებში ხომ არ გაგებლანდებოდით… მერე იტყოდა ვინმე პროვოკატორი, ქალები აიფარესო!
თუ ომის პარტიების და მეორე ფრონტის მოსურნეთა წინააღმდეგ რუსთაველზე გასეირნებას აპირებდით, მეც გამოვისეირნებდი და უამრავი, მართლა უამრავი ვიქნებოდით თქვენთან ერთად!
ისე, ასე სპონტანურად, ამდენი პატრიოტის შეკრება, დასაფასებელია!
გენაცვალეთ, ქართველებო!
/
რაც შეეხება FARA- ს კანონის გაფარჩაკებას, კელი დეგნანს, ნედ პრაისს და………..
კანონი, რომელიც საქართველოში დაპირისპირების და პოლიციელების ცოცხლად დაწვის საბაბად გამოიყენეს, რომლის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას უნდა მოყოლოდა
1. სამოქალაქო დაპირისპირება
2. მაიდანი
3. ხელისუფლების ცვლილება
4.მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში
5.ომი რეგიონში…
რეალურად, არც თუ ისე უმნიშვნელოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის!
უფრო მეტი, უ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ე ს ი ა
აგერ უკვე 9 ათწლეულზე მეტია, რაც ეს კანონი ამერიკის ხელისუფლების და სპეცსამსახურების ხელში, მათი ინტერესის სფეროში შემავალი ქვეყნების მართვის სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს! სწორედ ეს კანონი არის გარკვეული თანხების კონტროლის და საჭირო მომენტში ამ თანხებით მანიპულირების ბერკეტი! სხვაგვარად გეტყვით, ეს არის კანონი, რომელიც ამერიკელ “ ეკონომიკურ მკვლელებს “ უწევს იარაღის ფუნქციას.
რა გააკეთა კელი დეგნანმა?!…
საქართველოს ხელისუფლების დამხობის ჟინით შეპყრობილმა, უკრაინელი და ევროპელი ომის მოსურნეების მხრიდან წახალისებულმა- ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი კანონი გ ა ა ფ ა რ ჩ ა კ ა
დიახ, 1. ჯერ რუსული კანონის იარლიყი მიაკერა! შემდეგ, 2. როგორც არადემოკრატიული ამხილებინა! 3. როგორც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შემლახავი, სულ რუსთაველზე ათრევინა ევროპული ღირებულებების დამცველებს!
4. ვენეციის კომისიას მიაფურთხა! 5. ბოლოს კი, საქართველოს პარლამენტს, როგორც “ რუსული იმპერიალიზმის ნიმუში”, კანონის დარღვევით გააუქმებინა!
ბრავო, კელი, ბრავო!
რა ხდება ახლა?!…
როგორ უნდა იმუშაონ ამერიკის ინსტიტუტებმა და სამსახურებმა დისკრედიტირებული, ნათრევი და რაც მთავარია “რუსული კანონით”?…
დაეწყობიან, ახლა, ამერიკის სატელიტი სახელმწიფიები- კანადა, ევროკავშირის ქვეყნები… და ეცდებიან კელის გაუპატიურებული კანონის გაპატიოსნებას!
არა და, საქართველოში არც მაიდანია, არც ფრონტი.. და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაც იგივეა!… ჰო, კიდევ, რუსეთიც კმაყოფილია… მაგრად “შეუწყო ხელი” კრებსითმა კელი დეგნანმა სანქციების პროცესს…
ასეა, ასე… იდიოტოკრატია, რომელიც იმართება ავადმყოფი კორპორატოკრატიის დირექტივებით!
ჩემი მოკითხვა ნედ პრაისს და სხვებსაც, ვინც არ ჩამოვთვალე! - წერს ხათუნა ხოფერია.
.
173 1-ს მოსწონს
|