x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
კოსტიუმები და სამკაულები, რომლებიც რამდენიმე ფილმში მეორდება, თქვენ კი ვერ შეამჩნიეთ


ათობით და თუნდაც ასობით ათასი დოლარი იხარჯება ფილმების კოსტიუმების წარმოებაზე. და მათი შექმნის პროცესს მრავალი თვე სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ გადაღების ბოლოს, ძვირადღირებული სამოსი და სამკაულები გამოიყენება სხვა პროექტებში. კარგად თუ დააკვირდებით, ზოგს ამოიცნობთ კიდეც:

1. რგოლებიანი ოქროს ყელსაბამი: "კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან" (2008), "ახალგაზრდა ვიქტორია" (2009) და "კამელოტი" (2011)image

2. შავი მძივებიანი ჩოკერი: “მგლის საძმო" (2001) და “დაუნტონის სააბატო" (2010)image

3. ხალათი ზურმუხტისფერი საფარით: "ჰამლეტი" (1996), "ზღაპრების ქვეყანა" (2004) და "დაუნტონის სააბატო" (2013)image

4. ყვავილოვანი შიფონის პერანგი: “ჰოვარდს ენდი" (1992), “სასიკვდილო ნომერი" (2007) და "დაუნტონის სააბატო" (2011)image

5. შუა საუკუნეების მარგალიტისფერი კაბა: "მაქსიმილიანი" (2017) და "თეთრი პრინცესა" (2017)image

6. მაქმანებიანი კაბა: “ოთახი ხედით" (2007) და "დაუნტონის სააბატო" (2010–2015)image

7. მეწამული ფერის კაბა: “ტიტანიკი"(1997) და “ინტერვიუ ვამპირთან "(2022)image

8. ზოლიანი კაბა: "ახალგაზრდა ვიქტორია" (2009) და "კონკია" (2015)image

9. ჩოკერი სამკაულით : "ჰერცოგინია" (2008) და "სამეფო რომანი" (2012)image

10. ოქროთი ნაქარგი ელიზაბეტურ სტილში: “ელიზაბეტ I" (2005) და “ტიუდორები" (2007–2010)image

11. ნაცრისფერი ორეული: “ბზარები" (2009) და “სიყვარულის დევნა"(2021)image

12. ჟოლოსფერი ხავერდოვანი კაბა: “ჰენრი VIII" (2003) და “ტიუდორები" (2007-2010)image

13. კუბოკრული ქურთუკი: “დაბრუნება ბრაიდსჰედში" (1981) და “კურდღელი ჯოჯო'' (2018)image

14. მშვილდი ტაფეტას კაბა: “კაზანოვა"(2005) და “ბელი" (2013)image

15. წითელი ნაქსოვი კაბა: "თავი ღრუბლებში" (2004) და "ნებისყოფა" (2016)image



1
296
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
296
  
2023, 21 მარტი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1