x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67 წლის ქალმა მიტოვებული პიტბული შეიფარა, თუმცა ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა
image

ბებია გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც მიიღო კატასტროფული დაზიანებები იმ პიტბულისგან, რომელიც მან გადაარჩინა.



67 წლის ბრიტანელი ქალბატონი ენ შილდსი, (Anne Shields) დაგლიჯა ძაღლმა, რომელიც მშიერი ქუჩაში დაწანწალებდა, მან კი ესპანეთში, დასასვენებელ სახლში შეიფარა და მას უწოდა "ჩოქსი".


მისმა ქალიშვილმა გამოცემა The Sun-ს განუცხადა, რომ ქალბატონი შილდსი არ აპირებდა ძაღლის შენახვას, მაგრამ ადგილობრივი ცხოველთა თავშესაფრები სავსე იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა იქამდე ეზრუნა მასზე "სანამ არ იპოვიდა ვინმეს, ვინც მის წაყვანას შეძლებდა".



გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი ემიგრანტი ცხოველების მოყვარული იყო და "იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ ჩოქსი ქუჩაში გაეგდო".

image

პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს ქალბატონ შილდსის სახლში, მაკასტრაში, ვალენსიის მახლობლად, როდესაც მისი ყვირილი გაიგონეს.


ოფიცრებმა ძაღლს ესროლეს და მოკლეს, რათა მედიკოსებს პენსიონერთან მისვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომელსაც თავზე და მკლავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.


ქალბატონი შილდსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.


”ეს კოშმარია”, - თქვა მისმა 43 წლის ქალიშვილმა სარამ თავდასხმის შესახებ. "ის დარჩა მასთან და შემდეგ ეს უბედურება მოხდა."


პიტბული დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით არ არის აკრძალული ესპანეთში, . თუმცა, მათი ფლობისთვის საჭიროა ლიცენზია, რადგან ის განიხილება, როგორც "პოტენციურად საშიში" შინაური ცხოველი.

1
981
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
981
  
2023, 14 მარტი, 22:50
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1