x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ამზადებდა ამერიკა კატა-შპიონებს კრემლში შესაგზავნად
image

1960-იან წლებში CIA-მ ( ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)5 წელი და 20 მილიონი დოლარი დახარჯა იმის კვლევაზე, თუ როგორ შეექმნათ ჯაშუში კატები, რომლებსაც გამოიყენებდნენ საბჭოთა კავშირში საიდუმლო ინფორმაციის შესაგროვებლად, წერს გამოცემა Publico.


ამერიკელი აგენტების თქმით, კატა საბჭოთა ხელმძღვანელობის ყველაზე საყვარელი ცხოველი იყო. CIA-ს არქივებშიც კი აღმოაჩინეს ვლადიმერ ლენინის ფოტოები, სადაც პროლეტარიატის ბელადი ციცას ეფერება.

image


„მაშ, რატომ არ შეიძლება შევქმნათ ჯაშუში კატების განყოფილება, რომლებიც კრემლში შეაღწევდნენ? "-გაიფიქრეს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში .


ვიქტორ ლეო მარკეტი- უმცროსმა, მაშინდელმა CIA-ს დირექტორის მოადგილის სპეციალურმა თანაშემწემ, ამერიკულ ჟურნალ Smithsonian-ს მოუთხრო ერთგვარი "ფრანკენკატების" შექმნის შესახებ.


სპეციალისტებმა კატას ყურის არხში გადაუნერგეს მიკროფონი, ხოლო თავის ქალაში პატარა რადიო გადამცემი . ანტენა გადიოდა ცხოველის ზურგიდან კუდის წვერამდე. ძალიან პატარა ბატარეა გულმკერდის არეში იყო ჩადგმული, ამიტომ ახლად შექმნილ აგენტს შეეძლო მხოლოდ მოკლე დიალოგების ჩაწერა.


პრობლემა ის იყო, რომ კატების გაწვრთნა რთულია, რადგან მათ არ აქვთ პატრონის სიამოვნების ისეთი სურვილი, როგორც ვთქვათ ეს ძაღლებში ან თუნდაც ვირთხებშია განვითარებული. კატებში ამ „თანდაყოლილი ხარვეზის“ გამოსასწორებლად, CIA-მ შეიმუშავა სპეციალური აკუსტიკური სიგნალები, რომლებიც აიძულებდნენ კატას ემოძრავა მარცხნივ, მარჯვნივ ან პირდაპირ. თუმცა, აქ მკვლევარები სხვა პრობლემას წააწყდნენ: როდესაც კატებს მოშივდებოდათ, ისინი ულტრაბგერის ბრძანებებს აღარ ასრულებდნენ. გამოსავალი იყო ქირურგიული ოპერაცია, რის შემდგეაც ფისოს მადა ეკარგებოდა. კონკრეტულად რა ამოაჭრეს კატას, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ მარკეტი-უმცროსმა აღნიშნა, რომ ასეთი „კატა დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებდა“.


1967 წელს დადგა მნიშვნელოვანი მომენტი – ხუთ წელზე მეტი ვარჯიშის შემდეგ მისიაზე პირველი „აკუსტიკური ფისო“ უნდა წასულიყო. სანამ ოთხფეხა აგენტს ბრეჟნევის გარემოცვაში შეაპარებდნენ, CIA-მ გადაწყვიტა კატისთვის ზოგადი გამოცდა ჩაეტარებინათ, ვაშინგტონში, საბჭოთა დიპლომატიური მისიის მახლობლად მდებარე პარკში. მისიის არსი მდგომარეობდა შემდეგში:კატას საელჩოს მახლობლად სკამზე მჯდომი ორი საბჭოთა მამაკაცის საუბრის მოსმენა -ჩაწერა და თავშესაფარში დაბრუნება ევალებოდა.


თითქოსდა, ამოცანა საკმაოდ მარტივი იყო. მიუხედავად ამისა, კატამ მოახერხა არა მხოლოდ ამ დავალების ჩაფუშვა, არამედ მთლიანი პროგრამის დასრულება. როდესაც კატა პარკთან ახლოს ფურგონიდან გამოუშვეს, ის ქალაქის ხმამაღალმა ხმებმა და კაშკაშა განათებამ შეაშინა. პარკში გაშვების ნაცვლად, კატა- აგენტი მისგან მოშორებით, გზისკენ გაიქცა, რის შედეგადაც გამვლელმა მანქანამ გაიტანა.


ასე განიცადა სრული ფიასკო ამ პროგრამამ. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დეკლარირებულ მოხსენებაში პროექტის შედეგები ასე შეფასდა: „ კატების მომზადებისას, დასკვნითმა გამოცდამ საბოლოო დაგვარწმუნა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით პროგრამა ვერ აკმაყოფილებდა ჩვენს ვიწრო სპეციალიზებულ მოთხოვნებს“. თუმცა, დახარჯული დროისა და ფულის როგორმე გასამართლებლად, მოხსენების საბოლოო ვერსიას დაემატა მცირე პოსტსკრიპტი: „ის ფაქტი, რომ კატების მოთვინიერება შესაძლებელია მოკლე დისტანციებზე, თავისთავად შესანიშნავი სამეცნიერო მიღწევა იყო“

2
618
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
618
  
2023, 14 მარტი, 22:44
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2