საზოგადოება „როცა მოგონებით ცხოვრობ, უკვე დაბერდი! რა მნიშვნელობა აქვს, ასაკს!”, – მაია ასათიანი 13 მარტი, 13:13 ![]() ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. . „მე კი სულ მგონია ყველაფერი კარგი წინ არის. როცა მხოლოდ წარსულის მოგონებით ცხოვრობ, უკვე დაბერდი! რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ!”, – წერს ასათიანი. . მაია ასათიანი, რომელიც რუსთავი 2-იდან თითქოს პროტესტის ნიშნად წავიდა და გადაცემა პროფილი ტვ პირველზე გადაიტანა, რამდენიმე კვირაში ეკრანიდან გაქრა და გადაცემის დახურვის კონკრეტულ მიზეზებზე ვრცლად არ უსაუბრია. ეკრანიდან გაუჩინარებული პოპულარული ტელეწამყვანი პერიოდულად სოციალურ ქსელში ჩნდება და ვიდეოებს გვიზიარებს. ხშირად სახის მოვლის და სხვა თემებზეც საუბრობს. , მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ეკრანზე არ ჩანს, მაია ასათიანის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ კლებულობს და სულ უფრო აქტუალურია მისი პოსტები და ვიდეოები. ხშირადაა განხილვის საგანი შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მარტოობა. ასევე ხშირად საუბრობენ მის შესაძლო ორსულობაზე და განიხილავენ საკითხს, კიდეც გაააჩენს თუ არა პოპულარული ტელესახე შვილს. , 333 1-ს მოსწონს
|