x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ფაქტი ნამდვილი ბუნებრივი საოცრების – სახსრების შესახებ

image


I. სახსრები ძალიან გამძლეა. იმით უნდა დავიწყოთ, რომ სახსარი — ჩვენი ძვლების მოძრავი შემაერთებელი, ბუნებრივი ტექნოლოგიის, ნამდვილი სასწაულია. მას უზარმაზარ დატვირთვას შეუძლია გაუძლოს და აქ საუბარი ასობით კილოგრამზე, რადგან ადამიანის სხეულის წონა, რომელიც მუხლების და მენჯ–ბარძაყის სახსრებს აწვება, სიარულის, სირბილის და კიბეზე ასვლა–ჩასვლის დროს, 4–ჯერ იზრდება.


II. ველოსიპედი და ცურვა, სირბილზე უკეთესია. რა თქმა უნდა, სახსრებს სიმტკიცის ზღვარი გააჩნია... მაგალითად, ადამიანის სირბილით გატაცება, სახსრებისთვის სიკვდილის ტოლფასია. სირბილის გარდა, ასევე სახიფათოა ბუქნებიც — ექიმებს, ვარჯიშის ამ სახეობასთან, უფრო მეტი პრეტენზია აქვთ. გაცილებით უსაფრთხოა ის ვარჯიშები, რომლებშიც სახსრებზე ასეთი ზეწოლა არ არის. მაგ., — თხილამურებით სრიალი, ველოსიპედით სიარული და ცურვა.


II. ხელოვნური სახსარი ფეხზე დაგაყენებთ. ავადმყოფობამ და ტრავმებმა, შეიძლება, ხრტილის საფარი დააზიანოს და ძვალი გააშიშვლოს. ამის შემდეგ, ადამიანის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, დიდ ტკივილს უკავშირდება. თანამედროვე მედიცინას, ამ პრობლემასთან ბრძოლის, რადიკალური მეთოდები გააჩნია — ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლება, უკვე ჩვეულებრივ, რიგით ოპერაციად ითვლება.


IV. ნაკლები წონა — ნაკლებ ტკივილს ნიშნავს. პრობლემური სახსრის შენარჩუნებას, ბევრი ადამიანი წონის შემცირებით ცდილობს... და ეს ამართლებს: წონის შემცირება ზეწოლას მუხლებზე და მენჯ–ბარძაყის სახსრებზე ამცირებს (– 1 კგ. — ზეწოლას 4 კგ–ით ამცირებს)


V. სახსრის გადარჩენა შესაძლებელია. ასაკის მატებასთან ერთად, ბევრ ადამიანს სახსრების მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრობლემა ექმნება. თუმცა, თუ მათზე ზრუნვას, ამ მომენტის დადგომამდე, ბევრად ადრე, თუნდაც რაციონში ცვლილებების შეტანით დავიწყებთ, — მაგ., გავზრდით კალციუმის შემცველი პროდუქტების (რძის ნაწარმი, თხილეული, ყვავილოვანი კომბოსტო) და ვიტამინების რაოდენობას და მარილის მოხმარებას შევამცირებთ, სახსრების "მოხმარების ვადა" ბევრად გაიზრდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს

* რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

* 15 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში



1
608
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
608
  
2023, 14 მარტი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1