x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"რუსეთს თუ მოსკოვია ერქმევა, მაშინ უკრაინას პოდმოსკოვია დაარქვით" -მარგარიტა სიმონიანმა ზელენსკის უპასუხა
image

კრემლის პოლიტიკის მეხოტბე და RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის იდეას, დაერქვას რუსეთს მოსკოვია.


”კარგი, საე იყოს მოსკოვია”, - დაწერა მან ტელეგრამის არხზე. ”-და ამ შემთხვევაში ყოფილი უკრაინა ამ მოსკოვის გარეუბანი იქნება(პოდმოსკოვია).”


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს დაავალა რუსეთის სახელის მოსკოვიად გადარქმევის საკითხი „საფუძვლიანად შეიმუშაოს“. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა კაბინეტის ხელმძღვანელს სთხოვა ამ თემაზე იმუშაონ მეცნიერებმა.



მანამდე ტელეკომპანია RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და, „2008 წლის აგვისტოს“ განმეორების შემთხვევაში საქართველოს დედაქალაქს დარტყმით დაემუქრა.


სიმონიანის თქმით, პროტესტი, რომელმაც მოიცვა საქართველო ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, ფაქტობრივად შთაგონებულია უცხოეთიდან და მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში. სიმონიანი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მომიტინგეები სკანდირებდნენ "სოხუმს!"


სიმონიანის თქმით, თბილისს დაარტყავენ იმიტომ, რომ A)იქ არ არის კიევ-პეჩერის ლავრა.B)არავინ არასოდეს თვლიდა და არ თვლის საკუთარ თავს ქართველებთან ერთ ხალხად, რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა "თბილისის რუსეთი".


0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0