x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
11 იშვიათი ფოტო წარსულიდან, რომლებმაც ჩვენამდე სასწაულებრივად მოაღწია

image

ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ის ვერსად გაექცევა. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს: რა მოხდა, როგორ ან რატომ? ამ კითხვებზე პასუხებს ყველგან ვეძებთ და მანამდე ვერ ვისვენებთ სანამ მათზე პასუხებს არ მივიღებთ. დღევანდელი პოსტიც სწორედ ასეთ ცნობისმოყვარე ადამიანებს ეძღვნება. თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.


image



ეს წამების კოსტიუმი არ გეგონოთ, ეს 1928 წლის ჩვეულებრივი საცურაო ნიღაბია. ქალები მას როგორც წესი, სახის კანის ან მაკიაჟის წყლისგან დასაცავად იყენებდნენ.


image


უწინ სკოლამდელ დაწესებულებებში ჰელიოთერაპია ტარდებოდა. სწორედ ამ ფორმით გადაწყვიტა სახელმწიფომ ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების პრობლემა. სპეციალური ნათურები D ვიტამინის გამომუშავებას ასტიმულირებდნენ, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებდა.


image


ფოსტალიონის სამუშაო წარსულში ყველა თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო, ვინაიდან ის არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ კარგ კოორდინაციასაც მოითხოვდა.


image



ლონდონის ზოოპარკის მეთვალყურე, ბილ პიკეტი თავის მეურვეობის ქვეშ მყოფს საკუთარ პარამეტრებს უჩვენებს, რომლის წელის გარშემოწერილობის 119 სანტიმეტრით თუ ვიმსჯლებთ, ზოოპარაკის ბინადარს დიეტაზე დაჯდომა უპირობოდ მოუწევს.


image


ყველა თანამედროვე ვიდეო ზარის აპლიკაცია ერთი საერთო წინაპრისგან - 1964 წლის აშშ-ის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდენილი ვიდეოფონიდან წარმოიშვა. სტუმრებს უჩვეულო გაჯეტი განსაკუთრებით მოეწონათ.


image


მოქანდაკე ლესტერ გაბამ შექმნა მანეკენი, სახელად სინტია, რომლის პოზიციონირებასაც ნამდვილ გოგონად ახდენდა: ჩნდებოდა მასთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ესწრებოდა მასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს, უწყობდა ფოტოსესიებს. 1937 წელს "New York City for Life"-ში რამდენიმე გადაღების შემდეგ, სინტიას ვარსკვლავური კარიერა დაიწყო, და სულ რამდენიმე თვეში მის შესახებ უკვე ყველამ იცოდა, თუმცა მალე სინტიას თავს ნამდვილი უბედურება დაატყდა: სილამაზის სალონში ყოფნისას ის სკამიდან ჩამოცურდა და გატყდა. მედიამ მაშინვე აცნობა მსოფლიოს სამწუხარო ამბის შესახებ რაც ვარსკვლავი - მანეკენის უდროო გარდაცვალებას უკავშირდებოდა.



image


ხორცის მაღაზია ვიქტორიანულ ინგლისში. შენობის მთელს პერიმეტრზე ნაკლავის ნაჭრები იყო ჩამოკიდული.


image



ფერმერს წვიმის მოსვლა ბავშვივით უხარია. ხანგრძლივი გვალვა დასრულდა, და ახლა მისი საქმეებიც უკეთესად წავა, ტეხასი, 1952 წელი


image


ახალგაზრდა ჩინელი პატარძალი ქორწილის დღეს, გოგონა საქმროსთან სპეციალური საკაცით - პალანკინით მიჰყავთ. ფუჯოუ, ჩინეთი, 1911-1913 წწ.



image


კირკ დუგლასი მხატვარ ნოველა პარიჯინს ავტოგრაფს აძლევს. მსახიობმა ხელის მოწერა სკმაოდ უჩვეულო ადგილზე, თეძოზე გადაწყვიტა. ვენეცია, 1953 წელი


image


არდინგლის კერძო სკოლიდან ბიჭებს საშობაო არდადეგებზე სახლში არიგებენ, ინგლისი, 1926 წელი






0
548
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
548