x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეკატერინე დიდის საიდუმლო ახირება, რომელზეც ხშირად დუმილს ამჯობინებენ

image


ეკატერინე დიდი, რომელიც ქვეყანას 34 წლის განმავლობაში მართავდა, ცნობილი იყო თავისი უჩვეულო ახირებებით. მისი მმართველობის დროს დედაქალაქში დროდადრო იმპერატორის საიდუმლო გატაცებებზე და მის რჩეულებზე აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ეკატერინე კეთილშობილური, მაგრამ საკმაოდ ღარიბი გერმანული ოჯახიდან იყო. რუსეთში მიხვედრისას, იგი პეტრე მესამეს ცოლი გახდა, რომელთანაც ახალგაზრდა გოგონას ტრადიციული ოჯახური ურთიერთობა ვერ აეწყო.


image


პეტრეს სხვა ქალი უყვარდა, ეკატერინეს კი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. მომავალი იმპერატრიცა თავს მარტოსულად გრძნობდა. თავიდან ის დიდ დროს უთმობდა რუსული ენის შესწავლას, მეცნიერებების დაუფლებასა და კითხვას, თუმცა თანდათან საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღების ნაკლებობამ იჩინა თავი და ქალმა როგორც იტყვიან თავი ბოლომდე აიშვა. ისტორიკოსი ვ.ო. კლიუჩევსკი წერდა: "ეკატერინეს სახელის გარშემო რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ - ერთი მათგანის მიხედვით იმპერატრიცა კეთილშობილი პიროვნება იყო, მეორეს მხრივ - ინტელექტუალი და განათლებული, ხოლო მესამე მოსაზრების მიხედვით ის იყო - ვულგარული და ამაზრზენი: რაც მის პირად ცხოვრებას ახასიათებს. ეკატერინე მოფერების მოყვარული ქალბატონი გახლდათ, რომელიც თაყვანისმცემლებს ხშირად იცვლიდა". გაინტერესებთ, რამდენი რჩეული ჰყავდა ეკატერინეს? მაშინ ვაგრძელებთ.


image


პ.ი. ბერტენევმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იმპერატორის ბიოგრაფიას სწავლობდა, ასეთი სულ 23 ადამიანი დათვალა, მაგრამ ყველა მათგანი ოფიციალურად აღიარებული ფავორიტი არ ყოფილა და არც რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. ასეთი 23-დან მხოლოდ 10 იყო. დანარჩენის შესახებ მწირი ინფორმაცია შემორჩა. მოდით, გავარკვიოთ რომელი იყო ეკატერინე დიდისთვის ყველაზე საყვარელი მამაკაცი. იმპერატრიცასთან ძალიან ახლოს იყო გრიგორი ორლოვი. მათ ერთად 12 წელი გაატარეს, ურთიერთობა კი მაშინ დაიწყეს, როცა პეტრე III ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გრიგორი ეკატერინეს დაჰპირდა რომ ტახტზე ასვლაში დაეხმარებოდა, და თავისი პირობაც შეასრულა, დააორგანიზა რა მისი ქმრის წინააღმდეგ შეთქმულება.


image


იმპერატრიცას მასზე გათხოვებაც კი სურდა, თუმცა ახლობლებმა მას ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მისცეს. გრიგორი ორლოვისგან ეკატერინეს ვაჟიც კი შეეძინა. ორლოვის გარდა, იმპერატრიცა ასევე ძალიან მიჯაჭვული იყო გრიგორი პოტიომკინთანაც. როგორც ცნობილია ის მასზე 1755 წელს ფარულადაც კი დაქორწინდა. პოტიომკინისა და ორლოვის გარდა იყო ალექსანდრ ლანსკოიც.


image


მასზე იმასაც ამბობდნენ რომ მას თითქოს ეშინოდა რომ ქალბატონის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდა და სექსუალური ფუნქციის გამაძლიერებელ სპეციალურ წამალს - აფროდიზიაკს იღებდა, რისგანაც საბოლოოდ გარდაიცვალა კიდეც, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის ქუნთრუშით გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შემდეგ ეკატერინე დიდხანს დარდობდა და დღიურში თავისი "გატეხილი გრძნობების" შესახებაც კი წერდა.


image


ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მე წარმოგიდგინეთ ეკატერინე დიდის მხოლოდ ყველაზე გამორჩეული და ყველაზე ცნობილი ფავორიტები, რომლებიც მოფერების მოყვარული იმპერატრიცას მეტ- ნაკლებად მუდმივი პარტნიორები იყვნენ. როგორც ამბობენ ეკატრეინე II არც ხანმოკლე გატაცებებზე ამბობდა უარს და ის არაერთხელ იქნა შემჩნეული მოკლევადიან ურთიერთბებში, რომლებიც ზოგჯერ ერთი ღამეზე მეტ ხანს არც კი გრძელდებოდა. მაგალითად, საუბრობდნენ სტოკერზე, რომლის შერცხვენაც იმპერატრიცას ცუდად გახურებული ღუმელისთვის სურდა, თუმცა როცა თავის წინ მშვენიერი, ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, მას გაყინული ქალის "გათბობა" სთხოვა. ამის შემდეგ მან ის რამდენიმე ათასი ყმით დააჯილდოვა, გვარად "ტეპლოვი" შეარქვა და სახლში გაუშვა, აუკრძალა რა დედაქალაქში გამოჩენა. შეესაბამება თუ არა ეს ყოველივე სიმართლეს, არავინ იცის. მაგალითად, ს.ს. მონტეფიორეს მოგონებებში წერია რომ "იმპერატრიცა სიყვარულის გარეშე ურთიერთობაში არასოდეს შედიოდა. მისთვის უცხო იყო ისეთი ურთიერთობის დაწყება თუ არ სჯეროდა რომ ის ხანგრძლივი და სერიოზული იქნებოდა". გაინტერესებთ სად ატარებდა ის რომანტიკულ შეხვედრებს?


image


არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სასახლეში არსებობდა სპეციალური საიდუმლო ოთახი, სადაც ის რჩეულებს იღებდა. იმასაც კი ამბობდნენ რომ იმპერატორის დიდ საწოლზე იყო სპეციალური ადგილი, სადაც უხერხულობის შემთხვევაში საყვარლის დამალვაც კი შეიძლებოდა, რომლის ზემოდანაც ქვეშაგები ეწყობოდა, რომლის საშუალებითაც ოთახში მყოფი ადამიანის შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.


image


თუ ეკატერინეს ვინმეს მიღება სასწრაფოდ სჭირდებოდა, ის საყვარელს საწოლში მალავდა, თავად კი საწოლის მეორე ნახევარზე ჯდებოდა და უცოდველი გამომეტყველებით სახელმწიფო საქმეების მოგვარებას განაგრძობდა, თუმცა ვინც რაც არ უნდა თქვას, მისთვის ეკატერინე დიდი უმიზეზოდ არ შეურქმევიათ. დღემდე ეს ქალი რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად ითვლება. დასასრულს, მინდა მოვიყვანო პეტრე ბარტენევის ციტატა, რომელიც პრობლემის მთელს არსს ასახავს: "ისტორიკოსებს ძალიან აწუხებდათ თუ რას აკეთებდა ეკატერინე ღამით, თუმცა ისტორიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რას აკეთებდა ის დღისით".





0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345