x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
მოიმარჯვეთ ცეცხლმაქრი: 80 - 90-ანი წლების 10 ყველაზე თამამი ფილმი

image


რისთვის გვიყვარს კინო? ზოგჯერ იმისთვის რომ ის ჩვეულ ცხოვრებას მეორე მხრიდან გვიჩვენებს, ზოგჯერ კი იმის გამო, რომ ის შესაძლებლობას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ფანტასტიკურ, სრულიად არარეალურ ახალ სამყაროს. რეჟისორები მაყურებლის განწყობას ოსტატურად იჭერენ და მათ იმ ემოციების განცდაში ეხმარებიან, რაც მათ ცოხვრებაში ასე ძალიან აკლიათ. ეროტიკული ფილმებიც ხომ ვიღაცას სჭირდება. პროვოკაციული ფილმების წყალობით ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ ადამიანის ბუნებაზე, ფსიქოლოგიაზე, ადამიანებსშორის ურთიერთობის პრინციპებზე, და კიდევ უფრო დასაფასებელია როცა ასეთ ფილმებს ნამდვილად ნიჭიერი ადამიანები იღებენ - დღეს, სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით.



"შოუს გოგონები", 1995 წელი


image


პოლ ვერჰოვენის ფილმი ლას-ვეგასის ელიტარული სტრიპტიზ კლუბების დახურულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც იმდენი თამამი სცენაა, რომ თავის დროზე მას პრესა უმოწყალოდ აკრიტიკებდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი გადაღებების შემდეგ იძულებული გახდა კარიერა საერთოდ დაესრულებინა. არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ფილმი გაქირავების ლიდერი მაინც გახდა და კინოს ისტორიაშიც საპატიო ადგილი დაიკავა.



"სტრიპტიზი", 1996 წელი


image


რეჟისორ ენდრიუ ბერგმანის "სტრიპტიზი" დიდ დაბნეულობას პოსტერიდანვე იწვევს, რომლისთვისაც დემი მური სრულიად გაშიშვლდა. ფილმი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც პირადი დრამის მოსაგვარებლად სტრიპტიზიორად მუშაობას თანხმდება. ფილმმა არაერთი "ოქროს ჟოლო" მიიღო, თუმცა მაყურებელთა მეხსიერებიდან და გულებიდან ის მაინც ვერ წაიშალა.


"საბედისწერო ლტოლვა", 1987 წელი


image


ამ ფილმის გადაღებაზე უარი ათზე მეტმა რეჟისორმა თქვა, თუმცა მისთვის ხელის მოკიდება ედრიან ლაინს არ შეშინებია. სიუჟეტის ცენტრში-დაქორწინებული ადვოკატია, რომელიც შაბათ-კვირას დროს ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს. მამაკაცს იმედი აქვს, რომ ეს რომანი წარსულში დარჩება, თუმცა მის ახალ ნაცნობს ამასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს. გლენ კლოუზი, ქალი - მტაცებლის როლში ერთ - ერთი საუკეთესოა, რაც კი ეროტიკული თრილერის ჟანრს ახსოვს.



"ღამის ფერი", 1994 წელი


image



"ღამის ფერი", ისევე, როგორც "სრიპტიზი" ანტიპრემია "ოქროს ჟოლოში" რასაც ჰქვია ჩაფლული აღმოჩნდა, თუმცა მაყურებელს ფილმი მოეწონა. ეს არის რიჩარდ რაშის ერთგვარი პასუხი "ძირითად ინსტინქტზე" – შედარებისთვის მასში თამამი სცენები გაცილებით მეტია. ფილმში მთავარი როლები ჯეინ მარჩმა და ბრიუს უილისმა შეასრულეს: თვითმხილველების თქმით, გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის ნაპერწკალი კი არა, მთელი ხანძარი გაჩაღდა.



"ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს", 1981 წელი


image


მაწანწალა, გათხოვილი ქალით შეპყრობილი ხდება, რომელსაც ნაკლებ სავარაუდოა თაყვანისმცემლისთვის საპასუხო რეაქციით ეპასუხა, მისთვის განსაკუთრებული დავალება რომ არ ჰქონოდა. ჯეკ ნიკოლსონისა და ჯესიკა ლანჟის დუეტი - პირველი და მთავარი მიზეზია იმისა, რის გამოც ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.


"ველური ორქიდეა", 1989 წელი


image


მიკი რურკი ფილმში ცხოვრებისგან გადაღლილ, მდიდარ მამაკაცს და პროფესიონალ ქალთა გულთამპყრობელს ანსახიერებს, რომელიც უცოდველ გოგონას, წყვდიადში არა თავისი აღვირახსნილი ვნების, არამედ ბანალური მოწყენილობის გამო ითრევს. ფილმის გადაღების შემდეგ მიკი რურკი და ქალის მთავარი როლის შემსრულებელი, კერი ოტისი დაქორწინდნენ. სხვათა შორის, "ცხელი" ფინალური სცენა დადგმული არ ყოფილა - როგორც ამბობენ მსახიობებმა მოძალებულ ვნებებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და გადასაღებ მოედანზე პირდაპირ თავდავიწყებას მიეცნენ.




"ამერიკელი ჟიგოლო", 1980 წელი


image


პოლ შრეიდერის ფილმის მთავარი ლოკაცია ნუარული ლოს - ანჯელესია. რიჩარდ გირი ბნელ ეროტიკულ დრამაში თამაშობს ადამიანს, რომელიც მდიდარ კლიენტებს მოწყენილობისგან იხსნის. მოულოდნელად ის არა მარტო იდუმალ მკვლელობაში, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო სასიყვარულო სამკუთხედშიც ეხვევა.




"ლურჯი ხავერდი", 1986 წელი


image


დევიდ ლინჩი თავის ფილმებში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას ყოველთვის ახერხებდა, ჰოდა, გამონაკლისად არც "ლურჯი ხავერდი" აღმოჩნდა. ახალგაზრდა კაილი მაკლაქლენი ძალადობით, სექსითა და მანიპულაციებით სავსე სიურეალისტურ სამყაროში იძირება. დრამა ნეო-ნუარის სტილშია გადაღებული და მას სახელი ბობი ვინტონის სიმღერის მიხედვით დაერქვა, რომელსაც რეჟისორი ფილმში თავადაც არაერთხელ იყენებს.





"უხამსი წინადადება", 1993 წელი



image


დემი მურისა და ვუდი ჰარელსონის გმირები ფილმში ახალგაზრდა წყვილად გვევლინება, რომელიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა მათ ცხოვრებაში როგორც ჯინი ბოთლიდან ისე ჩდება იდუმალი მილიონერი, რომელიც მზადაა მეუღლეებს დაეხმაროს, თუმცა ერთი პირობით: ქალმა მასთან ერთი ღამე უნდა გაატაროს. რეჟისორ ედრიან ლაინის მძიმე, ზოგან პროვოკაციული, ადგილ - ადგილ კი მგრძნობიარე დრამა, რომელიც შეცდომებისა და მათი გამოსწორების გზებზე მოგვითხრობს, წლის ყველაზე ცუდი ფილმისთვის "ოქროს ჟოლოს" მიღების მიუხედავად მაყურებელთა ერთ - ერთ საყვარელ ფილმად იქცა.



"ველურობა", 1998 წელი


image


"ველურობა" - ეროტიკული თრილერი გახლავთ, რომელიც მილენიალებზეა მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებელი და ფილმის თანაპროდიუსერი, კევინ ბეიკონი თავიდან სცენარს "საზიზღარს" უწოდებდა, თუმცა საბოლოოდ ჯონ მაკნოტონისა და სტივენ პიტერსის ჩანაფიქრში მხატვრული პოტენციალი დაინახა. ბეიკონს ფილმში კომპანიონობას - ნივ ქემფბელი და დენის რიჩარდსი უწევენ.






0
356
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
356