x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ბელარუსის პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებზე სიკვდილით დასჯა დააკანონა - კიდევ რომელ ქვეყნებშია მსგავსი კანონი?
image

ბელარუსის პრეზიდენტმა 9 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რის მიხედვითაც თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დაისჯებიან.



დოკუმენტის მთავარი მიზანია ექსტრემისტული, ტერორისტული და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებს.



2014 წლის მონაცემებით 58 ქვეყანა ინარჩუნებდა კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ, თუმცა მათ შორის მხოლოდ 22 ქვეყანამ აღასრულა განჩინება


106 ქვეყანამ გააუქმა სიკვდილით დასჯა, 7-მა ქვეყანამ გაუქმდა მხოლოდ ზოგადი კრიმინალის შემთხვევაში.

35 არ იყენებენ მას პრაქტიკაში.

გარდა ამისა, 5 ქვეყანა იყენებს სიკვდილით დასჯას დანაშაულის ჩადენის დროს 18 წლამდე ასაკის დამნაშავეებზე.


ზოგიერთ ქვეყანაში ეპიზოდურად ან სისტემატურად სასამართლოს და ყოვეგვარი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა ხორციელდება სიკვდილით დასჯა.


2008 წლის განმავლობაში 25 ქვეყანაში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 2390 ადამიანი.


2017 წელს სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა გაეროს 22 წევრ ქვეყანაში და ერთ არაღიარებულ ქვეყანაში. ყველა მათგანი (ბელორუსისა და აშშ-ს გარდა) მდებარეობს აზიასა და აფრიკაში .(ფრჩხილებში მითითებულია სიკვდილმისჯილთა რაოდენობა)



ჩინეთი (1551)

ირანი (525)

საუდის არაბეთი (130)

ერაყი (111)

პაკისტანი (65)

სომალი (24)

ამერიკის შეერთებული შტატები აშშ (23)

ეგვიპტე (16)

იორდანია (15)

ქუვეითი (7)

ბანგლადეში (6)

ავღანეთი (5)

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - (5)

მალაიზია (4)

იაპონია (4)

სამხრეთ სუდანი (4)

ბაჰრეინი (3)

სინგაპური (3)

ბელარუსი (5)

იემენი (2)

არაბთა გაერთიანებული საემიროები UAE (1)

სირია (უცნობი)


საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა 1997 წელს, 2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა „ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.


საქართველოში ერთ-ერთი უკანასკნელი სიკვდილმისჯილი იყო მოჭიდავე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, თამაზ ნამგალაური, რომელმაც საკუთარი მცირეწლოვანი ბიძაშვილი გააუპატიურა და მოკლა, აღსანიშნავია .რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდება უმძიმესი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას არ მოითხოვდა, ეს თავად ბრალდებულმა მოითხოვა.იგი დახვრიტეს 1991 წლის 25 ოქტომბერს.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0