x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ შეიცვალა კომუნიკაციის მეთოდები 21-ე საუკუნეში

image

ოდესღაც დროის აღქმის სრულიად სხვანაირი გაგება არსებობდა და ანტიკური სამყარო რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. დრომ ყველაფერი შეცვალა. ცხოვრების და მუშაობის სტილი, პროფესიები, საცხოვრებელი პირობები და რაც მთავარია - ურთიერთობები. იმდენად მივეჩვიეთ ინტერნეტსა და გაჯეტებს, რომ ჩვენს მაგივრად ყველაფერს ციფრული ასისტენტები იმახსოვრებენ. უცნაური კი ისაა, რომ ტექნოლოგიებით გამარტივებულ ცხოვრებაში მაინც სულ სადღაც მიგვეჩქარება და ყველაფერში დროის დაზოგვას ვცდილობთ.


მოდი გავიხსენოთ კომუნიკაციის ფორმები წინა საუკუნეებიდან და შევადაროთ დღევანდელს:


1. „მე შენ მიყვარხარ“

image

მაშინ


(სერენადების სერიის, თოკის კიბის დაწვნის, აივანზე გამობმისა და აძრომის შემდეგ)

„- ოჰ, ჩემო უმშვენიერესო დულსინეა, შენამდე მოსასვლელად შორი გზა გამოვიარე, რამეთუ მეთქვა, თუ როგორ ააფორიაქე ჩემი სული, როგორ დაიპყარი ჩემი გული. ჩემს უძილო ღამეებში დამნაშავე სწორედ შენა ხარ! პირველივე დანახვისთანავე გამხვიე ცეცხლის ალში. შენს გამო მზად ვარ მოვკვდე! და ამას ახლავე გავაკეთებ, ამ აივნიდან თავით გადავეშვები, თუ უარს იტყვი ჩემთან ერთად მეჯლისზე წამოსვლაზე.“


ახლა

image

2. წერილის გაგზავნა

image

მაშინ


ფრანსუაზას არ გაუმართლა. მას ქვეყნის საუკეთესო მკერავთან შეხვედრას ხელს არა მხოლოდ ძუნწი მამა, არამედ კილომეტრებიც უშლის. არადა როგორ დაამშვენებდა უმშვენიერეს ლედის ახალი კაბა მეჯლისზე... მან მალულად მისწერა წერილი მკერავს. ადვილი საქმე როდი იყო მსახურის მოქრთამვა და ფოსტის კურიერისთვის წერილის გადაცემა. ფოსტამ კი ცხენებშებმული ეტლით შვიდი დღე-ღამე იარა, ცხრა მთა გადაიარა და როგორც იქნა, წერილი ადრესატს გადასცა.


ახლა


image

დიდი ხანია დავიწყებას მიეცა საფოსტო მტრედი და ცხენებიანი ფოსტა. წერილის გასაგზავნად აღარც გემია საჭირო და არც თვითმფრინავი. საკმარისია ინტერნეტის დაფარვის ზონაში იყო და ხელთ რომელიმე გაჯეტი გქონდეს, ქალაქის საუკეთესო დიზაინერთან კაბის შეკვეთის მიცემას რამდენიმე წუთში შეძლებ.


3. ლანჩზე დაპატიჟება

image


მაშინ

ძველად, თუ ქალი მოგეწონებოდა და მისი ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდებოდა, ერთ-ერთი არჩევანი იყო ბუნებაში პიკნიკის მოწყობა და საერთო ნაცნობების დაპატიჟება. ლუიმ ტახი მოინადირა, თავის მზარეულს რამდენიმე კერძის მომზადება დაავალა, მარნიდან საუკეთესო ღვინო ამოარჩია და ყველა საჭირო ინვენტარის მომზადების განკარგულებაც გასცა. შემდეგ პიკნიკზე დასაპატიჟებელი ტექსტი ლამაზად შეთხზა, მელნით დაწერა ფურცლებზე და წერილები ლაქიას გაატანა დასარიგებლად.


ახლა


ახლა მეგობრის ან შეყვარებულის ლანჩზე დასაპატიჟებლად სიტყვებიც აღარ არის საჭირო. საკმარისია წარბები ორჯერ აწიოთ და ყველაფერი ნათელია! – „მაკდონალდსის“ მხიარულმა კამპანიამ ახალი ჟესტი - წარბების ორჯერ აწევა - დაამკვიდრა, რაც რესტორანში დაპატიჟებას ნიშნავს. თუ წარბებს ორჯერ აწევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარს „მაკდონალდსში“ ეპატიჟებით. მარტივია, არა?

image

#გინდამაკი? #წარბებიაწიე



0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0