x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში
image


აქ ფასები 127 000 დოლარიდან იწყება და 30 მლნ. დოლარით მთავრდება:


1. ფარშევანგის ბუმბულის საქორწილო კაბა — 1 500 000 $image


2. Swarovski Dirndl Dress — 127 000 $image


კორსეტიანი კაბა, შუა საუკუნეების სტილში, რომლის გაფორმებაზე 150 000 Swarovski–ის ქვა დაიხარჯა, გერმანელმა დიზაინერებმა 13 დღეში შექმნა. კაბა პირველად საზოგადოებას გერმანელმა მოდელმა რეგინა დოტინგერმა მიუნხენში, 2006 წ. წარუდგინა.


3. Ginza Tanaka — 245 000 $image


ოქროს საღამოს კაბა ცნობილი იაპონელი დიზაინერის — Ginza Tanaka–საგან. ოქროს სირმით შექმნილი ნახევრადგამჭვირვალე სამოსი 1, 1 კგ–ს იწონის.



4. Ginza Tanaka — 268 000 $image


კიდევ ერთი კაბა Ginza Tanaka–საგან — ოქროს მონეტებით არის შექმნილი და 10 კგ–ს იწონის.


5. კეთრინ მიდლტონის საქორწილო კაბა — 400 000 $image


სპილოს ძვლისფერი კაბა ყვავილებიანი მაქმანის აპლიკაციებით და გრძელი 2, 7 მ–იანი შლეიფით, სარა ბარტონმა Alexander McQueen–ის სახლის კრეატიულმა დიზაინერმა შექმნა.


6. «Happy Birthday» — 1 270 000 $image


მერლინ მონროს საკულტო კაბა, რომელიც მან მაისში ჯონ კენედის დაბადების დღეზე 1962 წ. ეცვა. ქსელისმაგვარი ქსოვილის კაბა 6 000 ბრილიანტით არის გაფორმებული.

1999 წ. კაბა აუქციონზე გაიტანეს და ის 1, 27 მლნ. დოლარად, «Gotta Have It!»–ს კომპანიამ შეიძინა.


7. Armani Prive — 1 500 000 $image


ბრილიანტებით გაფორმებული საღამოს კაბა Armani Prive–საგან, ოსკარის ცერემონიაზე ნაომი უოტსს ეცვა. კაბის შესაქმნელად, დიზაინერს 2 თვე დასჭირდა, თუმცა, შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ამდენ წვალებად, ნამდვილად ღირდა!


8. Maria Grachvogel — 1 800 000 $image


შავი საღამოს კაბა Maria Grachvogel–საგან, გაფორმებულია 2000 ძვირფასი ქვით. თავიდან, 500 ათასი დოლარი ღირდა. თუმცა, ვაჭრობის შედეგად, მისი ფასი 1, 8 მლნ–მდე გაიზარდა.


9. «Flying Away» — 4 600 000 $image


ეს ყველაზე ცნობილი ფოტოა, ნაკლებად ცნობილი ფილმიდან — «შვიდი წლის თავზე», რომელიც 1954 წ. გადაიღეს. ფილმი, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 50–იანი წლების შემდეგ, არავის უნახავს. მაგრამ, ფოტო, ამ ფილმიდან, მერლინ მონროს აფრიალებული ქვედა ბოლოთი, ყველას აქვს ნანახი. 2011 ლოს-ანჯელესის Profile in History აუქციონზე კაბა 4, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.


10. Debbie Wingham — 5 600 000 $image


ეს მდიდრული სამოსი ბრიტანელი დიზაინერის – Debbie Wingham–საგან, ინკრუსტირებულია თეთრი და შავი ბრილიანტის ქვებით. კაბა 13 კგ–ს იწონის და ამ შედევრზე დიზაინერი 6 თვის მანძილზე მუშაობდა.


11. Nicky Vankets — 6 500 000 $image


კაბა იმიტირებული ქსელებით, რომელიც მორთული 2500 ბრილიანტით. ის ბელგიელი დიზაინერის Nicky Vankets ქმნილებაა.


12. Ginza Tanaka — 8 300 000 $image


იაპონელი დიზაინერის კიდევ ერთი შედევრი, ტოკიოში საქორწილო მოდის ჩვენებაზე, 2013 წ. იყო წარმოდგენილი. კაბა გაფორმებულია 502 ბრილიანტით და ათასობით მარგალიტით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბა მსოფლიოში.


13. Scott Henshall — 9 000 000 $image


ბრილიანტის კაბა ობობას ნაქსოვ ქსელს წარმოადგენს, რომელიც 3000 ბრილიანტით არის გაფორმებული. ის მომღერლის — სამანტა მამბას საკუთრებაა და ეს ექსკლუზიური სამოსი მან, 2004 წ. სპეციალურად, — «ადამიანი–ობობა 3»-ს პრემიერისთვის შეიძინა.


14. Debbie Wingham — 17 700 000 $image


აბაია (ტრადიციული მუსლიმანური კაბა), შექმნილია ბრიტანელი მოდის დიზაინერის Debbie Wingham მიერ, დუბაიში. ოქროს ძაფებით მოქარგული შავი კაბა 2 000 ბრილიანტით არის მორთული, მათ შორის, თეთრი, შავი და ასევე, უიშვიათესი, წითელი ბრილიანტით.


15. «კუალა–ლუმპურის ბულბული» — 30 000 000 $image


ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში, მალაიზიელი დიზაინერის Faiyzali Abdullah–ს მიერ არის შექმნილი. ტაფტის და აბრეშუმის შინდისფერი საღამოს კაბა მობნეულია 751 ბრილიანტით და ეს ბრწყინვალება, მსხლის ფორმის 70 კარატიანი ბრილიანტით გვირგვინდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ

* "მიწისძვრის დიპლომატია"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* 7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* ეს გამოქვაბულია.. და თქვენ რა გეგონათ? (25 ფოტო)



1
492
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
492
  
2023, 14 მარტი, 22:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1