x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როგორც ჩვენი წყაროები იტყობინებიან.... "- რა ინფორმაციას ასაჯაროებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დღეიდან სახელისუფლებო გუნდის მთავარი სამიზნე არა ოპოზიცია, არამედ კრიტიკული მედია გახდება:


"ახლა რაშია საქმე. როგორც ჩვენი წყაროები იტყობინებიან, ქოცებში მიდის მათ მედიებზე გადაბრალება, რომ ვერ გაუქაჩეს პროპაგანდაში. ახლა, სანამ ამოისუნთქავენ და ხელახლა დააყენებენ ამ პუტინის კანონს დღის წესრიგში, წავა კრიტიკული მედიის სრული განადგურების მცდელობა.


რეპრესიები, რეპუტაციული განულება (აქამდე რასაც აკეთებდნენ, ორჯერ მეტი), ფინანსური მოხრჩობა (ისედაც უმძიმესია მდგომარეობა ამ მხრივ). დღეიდან მათი მთავარი სამიზნე ოპოზიცია კი არა, კრიტიკული მედიაა, რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა..


წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს მედია, რა გრიალ-გრიალით გაიტანდნენ ხალხის ძალები ამ კანონსაც, ჰოდა ახლა იწყება ყველაზე მძიმე ეტაპი ჩვენთვის"– წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ხალხის რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.







0
530
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
530