x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1930-იანი წლების 10 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


საინტერესო ისტორიული მასალაც კი მაინც მშრალი ფაქტები და თქვენი ფანტაზიაა, მაშინ როდესაც ისტორიული ფოტოები სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს და დამთვალიერებელს ისტორიული რეალობის უკეთ გაგებაში ეხმარება. ცნობილი ადამიანებისა და შემთხვევით გადაღებული ფოტოების უკან როგორც წესი, მომნუსხველი ისტორიები იმალება, რომელთა გაცნობასაც თქვენთვის სწორედ დღეს ვაპირებ.


image


1930-იანი წლები - რთული ომამდელი ათწლეული მთელ მსოფლიოში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრება თითქოს ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ დიდი დეპრესია შეერთებულ შტატებში და ეკონომიკური კრიზისი ბევრ სხვა ქვეყანაში მოსახლეობას მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, ჰორიზონტზე კი მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დრო ისახებოდა.


image



სამუშაოს ძებნა 1930-იან წლებში - "ვფლობ 3 პროფესიას, ვსაუბრობ 3 ენაზე, ვიბრძოდი 3 წელი, მყავს 3 შვილი და ვზივარ სახლში უსაქმოდ 3 თვე, მაგრამ მე მხოლოდ 1 სამსახური მინდა".



image



აკრობატები "ემპაირ სტეიტ ბილდინგის" თავზე ბალანსირებისას, 1934 წელი


image


მაფიის გარდაცვლილი ბოსი, ჯო მასერია ბრუკლინის რესტორნის იატაკზე ყვავის ტუზით ხელში, 1931 წელი


image


შლაპები ნიუ-იორკში, ზედხედი, 1930 წელი



image



მუშები "ეიფელის კოშკზე" სარემონტო სამუშაოების დროს, 1932 წელი


image


რობერტ უილიამს ვუდი, მაქს პლანკი და ალბერტ აინშტაინი წინა რიგში ფიზიკური საზოგადოების შეხვედრაზე ბერლინში, 1931 წელი - სამი გამოჩენილი ფიზიკოსი ერთ რიგში, ვუდი - დიდებული ექსპერიმენტატორი, პლანკი - ნობელის პრემიის ლაურეატი, აინშტაინი - კომენტარის გარეშე.


image


გილიოტინაზე ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა საფრანგეთში, 1939 წელი - სიკვდილით გერმანელი სერიული მკვლელი - ეჟენ ვეიდმანი დასაჯეს.


image


ბეტონში ჩამოსხმული ჰუვერის კაშხლის სვეტები, 1934 წელი - ჰუვერის კაშხალი ან ბეტონის კაშხალი - ჰიდროელექტროსადგური მდინარე კოლორადოს ქვედა დინებაზე, რომლის მშენებლობაც 1936 წელს დასრულდა. კაშხალს შეერთებული შტატების 31-ე პრეზიდენტის სახელი ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად დაარქვეს. ჰუვერის კაშხალი 1981 წელს ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში იქნა შეტანილი, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდებაც მიენიჭა. კაშხლის მიერ წარმოქმნილ ტბას სახელი ელვუდ მიდის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ასევე კაშხლის მშენებლობას მეთვალყურეობდა.



image


ედუარდ ბლოხი, ჰიტლერის ოჯახის ებრაელი ექიმი, თავის კაბინეტში, 1938 წელი, ბლოხმა შემდგომში ჰიტლერისგან პერსონალური დაცვაც კი მიიღო.


image


გოგონა საუთენდ-ონ-სის ბაზრობაზე ატრაქციონიდან გადმოსვლისას, 1938 წელი - ფოტოჟურნალისტიკის პიონერის, კურტ ჰატონის ცნობილი ფოტო.






0
1295
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1295