x
მეტი
  • 23.09.2023
  • სტატია:130681
  • ვიდეო:357256
  • სურათი:504939
"ახლა ვიტირებ!" - რა სქრინს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულასა" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "პოსტ ტვ"- ის გადაცემის "სამნი & Co"-ს წამყვანების სქრინს აზიარებს და წერს:


image


"ახლა ვიტირებ! ქართულ დემოკრატიას კი უდგას შავი დღე, მაგრამ დღეს აშკრად ამათი შავი დღე იყო. აი ზღვა იდგა."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.


გაზიარებულ სქრინს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან არაერთი კომენტარი მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


"ტირილი ძაან კარგია როცა გაწვება. ამათ მაგის ტრ@კიც არ აქვთ ამ სულით მახინჯებს"


"ჰარი პოტერში, დადლის მამიდა რო გაიბერება ჰარის შელოცვით და გაფრინდება, იმას ჰგავს შალვა:))))"


"ასე ზიან ჩუმად? გატრუნულები…"

"ნიუ ჯერსში ვიგრძენი სუნი"


"იშვიათი ჯიშის დეგენერატები, უზნეო ბრიყვები"


"Agar ecinebat " - არ წყდებოდა კომენტარები.


შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე გუშინ ფართომასშტაბიანი აქცია კვლავ გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა. გამოყვანილი იყო ასევე ე.წ. რობოკოპებიც.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებდა. მათი თქმით, დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.


"როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს", - განაცხადა "საიამ".











0
1867
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1867