x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 კულისებს მიღმა ფაქტი ფილმის "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" შექმნის შესახებ

image


კვენტინ ტარანტინო "მაკულატურასა" და "ჯეკი ბრაუნის" გადაღებებს შორის ფიქრობდა ხელი თავად მოეკიდა ფილმის "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" გადაღებებისთვის, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა კონცენტრირება სცენარსა და სამსახიობო თამაშზე მოეხდინა. ის, რომ კვენტინ ტრანტინოს რეჟისორის სავარძელი დაეკავებინა ტონი სკოტი და რენი ჰარლინი სულაც არ იყვნენ წინააღმდეგნი, თუმცა საბოლოოდ, ტარანტინომ ამ საქმისთვის თავისი მეგობარი რობერტ როდრიგესი ამჯობინა.


image


სეტ გეკოს როლმა, რომლისთვისაც ჯორჯ კლუნმა 250 000 დოლარი მიიღო, ის კინოვარსკვლავად აქცია. მისი პერსონაჟი მკვეთრად განსხვავდებოდა პოპულარულ სერიალში "სასწრაფო დახმარება" მის მიერ შესრულებული როლისგან. ვინაიდან ეს იყო კლუნის პირველი მთავარი როლი, მისი სახელი ტიტრებში ჰარვი კეიტელის შემდეგ მოდიოდა, რომელიც მისგან განსხვავებით 90-იანების დიდი ვარსკვლავი იყო.


image


თავდაპირველ სცენარში ჰაიეკის პერსონაჟს "Blonde Death"-ი ერქვა, რადან ის ქერა იყო, თუმცა "სასოწარკვეთილში" მისი თამაშის ნახვის შემდეგ ტარანტინომ სელმას გმირი ლათინოამერიკელ პერსონაჟად მას შემდეგ გადაწერა და სანტანიკო პანდემონიუმი შეარქვა, რაც ვიდეომაღაზიის თაროზე 1975 წლის, სისხლიანი მექსიკური საშინელებათა ფილმი "Satanico Pandemonium" იხილა. როლი სელმასგან ყელზე ალბინოსი ბირმული პითონის შემოხვევას მოითხოვდა, თუმცა მსახიობს გველების საშინელი ფობია ჰქონდა. მექსიკელ ლამაზმანს კამერების წინ ამ შიშის დასაძლევად თერაპევტთან მიღებაზე სიარული ორი თვე მოუწია.


image


ფილმის "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" გადაღებები სხვადასხვა მიზეზის გამო არაერთხელ იქნა შეჩერებული. "Titty Twister"-ის სტრიპტიზ კლუბის ექსტერიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა და საჭირო მისი აღდგენა გახდა. სხვა შეფერხებები გამოწვეული იყო მტვრის ქარიშხლითა და გაფიცვების მუქარით, რადგან გადამღები ჯგუფი პროფკავშირებში გაერთიანებული არ იყო.


image


კვენტინ ტარანტინოს გრძელი ტექსტებით დატვირთული დიალოგები უყვარს, როდესაც მისი მჭევრმეტყველი, მედიდური პერსონაჟები ყველანაირ ველურ საუბრებში მონაწილეობენ. ინტერვიუდან თუ ვიმსჯელებთ ნათელია რომ თავად რეჟისორი საოცრად სიტყვაუხვია, თუმცა ფილმში "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" მის პერსონაჟს, სანამ ის ვამპირად არ გადაიქცევა არც იმდენად ბევრი ტექსტი აქვს. კვენტინ ტარანტინომ უცნაურად მიიჩნია მისი პერსონაჟის ასეთი ლაკონურობა, თუმცა სცენარის გადაწერა უკვე გვიანი იყო.


image


ტარანტინოს ფილმოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონოლოგი არის ნაწყვეტი ეზეკიელის 25:17, რომელსაც "მაკულატურადან" სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი წარმოთქვამს, თუმცა მონოლოგი თავდაპირველად ფილმისთვის "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" დაიწერა, რომელიც ჯეიკობ ფულერმა გმირების უკანასკნელი ბრძოლის მოლოდინში ვამპირების წინააღმდეგ წარმოთქვა.


image


კვენტინ ტარანტინო იმით არის ცნობილი რომ მის ფილმებში იმდენად სტილიზებული ძალადობაა, რომ ის ეკრანული ძალადობის სატირულ კრიტიკად აღიქმება, თუმცა ფილმში "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" არის ერთი სცენა, რომელიც მისთვისაც კი მეტისმეტად ძალადობრივი აღმოჩნდა.


image


სელმა ჰაიეკს თავისი ლეგენდარული ცეკვისთვის ქორეოგრაფი არ ჰყოლია. რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა მსახიობს ურჩია რომ მუსიკა შეეგრძნო და სხეულის მოძრაობები მის რიტმს აეყოლებინა. მოგვიანებით მან იგივე ტექნიკა ჯესიკა ალბასთანაც გამოიყენა ფილმში "ცოდვილთა ქალაქი". სცენარის გათვალისწინებით, ცეკვის ეპიზოდში ვოკალურ კოლექტივს "The Coasters" -ს "Down in Mexico" უნდა შეერულებინა, თუმცა როდრიგესმა მის ნაცვლად "Tito & Tarantula"-ას "After Dark"-ის გამოყენება გადაწყვიტა. მოგვიანებით ტარანტინომ "Down in Mexico" ფილმ "სიკვდილგამძლეში" გამოიყენა.


image


სანამ ჯორჯ კლუნი სეტ გეკოს როლს მიიღებდა, ის არაერთ მსახიობს შესთავაზეს, მათ შორის ანტონიო ბანდერასს, სტივ ბუშემს, რობერტ დე ნიროს, ჯეფ გოლდბლუმს, მაიკლ მედსენს, ტიმ როტს, კრისტოფერ უოკენს და ჯეიმს ვუდსს, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ყველამ უარი განაცხადა. ერთადერთი მსახიობი, რომელმაც როლზე უარი არა გრაფიკთან დაკავშირებული მიზეზების გამო თქვა გახლდათ ჯონ ტრავოლტა, ის უბრალოდ ვამპირების თემით დაინტერესებული არ იყო და მის ნაცვლად გადაღება "მაკულატურში" არჩია.


image


ეს იყო პირველი სცენარი, რომლისთვისაც კვენტინ ტარანტინომ ფული მიიღო. მას სპეცეფექტების კომპანია "KNB"-იმ რობერტ კურცმანის ხელმძღვანელობით მხოლოდ 1500 დოლარი გადაუხადა, რომელიც ამ სცენარით ცდილობდა დებიუტირებას როგორც რეჟისორი, თუმცა საბოლოოდ ფილმისთვის ის მხოლოდ სპეცეფექტების შექმნით შემოიფარგლა. კომპანია "KNB"-იმ ასევე უფასოდ შექმნა სპეცეფექტი "ცოფიან ძაღლებში" ყურის მოჭრის საკულტო სცენისთვისაც.








0
643
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
643