x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ოპერაცია "ცხედრის გატანა": რა გაქრა სტალინის კუბოდან 1961 წელს

image


1961 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, ხალხი შოკში კიდევ ერთმა მოვლენამ ჩააგდო, კერძოდ კი, ცნობილი მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის საიდუმლო გამოსვენებამ და კრემლის კედლებთან მის ხელმეორედ დაკრძალვამ.


image


1953 წლის მარტში, საბჭოთა კავშირში "ერის მამად" წოდებული იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს მისი ბალზამირებული ცხედარი, მავზოლეუმში მოათავსეს. იქ გენერალისიმუსის ხილვა ყველას შეეძლო, რომელიც ათობით მილიონი ადამიანის მეხსიერებაში კავშირის ფეხზე წამოდგომასთან და ნაცისტებზე გამარჯვებასთან (1961 წლამდე) იყო დაკავშირებული.





"კომუნიზმისკენ - სტალინის გარეშე!"


image


სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ხრუშჩოვის მიერ სტალინის ბალზამირებული სხეულის გატანის მიზეზი მაშინ ბევრისთვის გაურკვეველი იყო: მას წინამორბედისადმი სახალხო პატივისცემა ან დიდად გულზე არ ეხატებოდა ან ხალხის განწყობა აწუხებდა, რომელიც ახალი მმართველის დროს ფასების ზრდით იყო უკმაყოფილო. წინამძღოლის ცხედრის გატანა 1956 წელს სკკპ მე-20 ყრილობის დასასრულსაც შეეძლოთ, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან საზოგადოებაში სტალინისადმი პატივისცემის გრძნობა ჯერ კიდევ იგრძნობოდა. ხრუშჩოვმა ოპერაციის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა რაც დარწმუნდა რომ მავზოლეუმიდან ცხედრის გამოტანას არასასურველი შედეგი არ მოჰყვებოდა და ის არც მასობრივ სახალხო აღშფოთებას გამოიწვევდა. ამის პატივსაცემად სლოგანიც კი იქნა მოფიქრებული: "კომუნიზმისკენ - სტალინის გარეშე!".



ლენინს "არ სიამოვნებს"


image


სკკპ ოცდამეორე ყრილობაზე ყველაფერი ისე მოაწყეს, როგორც დაგეგმილი იყო. ლენინგრადის ორი და მოსკოვის ერთი საწარმოს თანამშრომლებმა სტალინის ცხედრის გატანა მოითხოვეს. ეს წინადადება რეგიონული პარტიული კომიტეტის მდივანმა, სპირიდონოვმა გაახმოვანა. რა თქმა უნდა, ინიციატივა ერთხმად იქნა მიღებული. გეგმას მხარი ასევე სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის თანაშემწემ, დემიჩევმა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა გივი ჯავახიშვილმაც დაუჭირა.


image


მათ ფეხდაფეხ პარტიის წევრის ლაზუტკინას განცხადებაც მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მას გაცოცხლებული ლენინი გამოეცხადა და თავისი მავზოლეუმიდან "ლიდერის" გაყვანა უბრძანა. პროლეტარიატის ბელადის თქმით, მისთვის სტალინის გვერდით წოლა, რომელმაც დიად პარტიას ამხელა კატასტროფა მოუტანა უსიამოვნო იყო. ხრუშჩოვმა გენერალ ზახაროვსა და ვედენინს იოსებ სტალინის ცხედრის სასწრაფო გამოტნის აუცილებლობის შესახებ მიმართა. სპეციალურად ოპერაციისთვის მეორადი დაკრძალვის კომისია შეიქმნა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლაი შვერნიკი ხელმძღვანელობდა.





მზადება ოპერაციისთვის


image


ცხედრისთვის მეორე კუბო კგბ-ს მეცხრე დირექტორატის ეკონომიკურმა განყოფილებამ დაამზადებინა, რომელიც ორ ფერში, წითელსა და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი. მავზოლეუმის სახელის დროებით გადაფარვა კი პლაკატით სცადეს, რომელსაც ზედ მხოლოდ "ლენინი" ეწერა. შეთანხმების თანახმად დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება 7 ნოემბერს, სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ქვეშ დაიგეგმა. ოპერაციისთვის შეირჩნენ კრემლის კომენდანტის თანამშრომლები, საფლავის გასათხრელად ექვსი ჯარისკაცი, კუბოს გადასატანად კი რვა ოფიცერი. მავზოლეუმის უკანა სივრცე ფანერის ფარებით იყო დაფარული.





ოპერაცია "ცხედრის გატანა"


image


საღამოს 6 საათზე წითელი მოედანი გადაკეტეს და საფლავის გათხრა დაიწყეს, ყველაფერი შუაღამემდე უნდა დასრულებულიყო. ამასობაში სტალინის კუბო კრემლის სპეციალურ ლაბორატორიაში გადაასვენეს, სადაც მავზოლეუმის კონსტებლმა, მაშკოვმა სოციალისტური შრომის გმირს ოქროს ვარსკვლავი ააწყვიტა. გარდა ამისა, მის მუნდირზე არსებული დამატებითი ოქროს ღილები იაფასიანი, ლითონის ფირფიტებით შეცვალეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ქმედება ყოფილი ლიდერის დამცირების ნიშნად გაკეთდა. ამ აქტის შემდეგ სტალინის ცხედარი ახალ კუბოში ჩაასვენეს და ორმოში მოათავსეს. ცერემონიის დროს სულ მცირე ორი ადამიანი ქვითინებდა: ჯავახიშვილი და შვერნიკი.


image


მიწაში ჩაშვებულ სტალინის სასახლეს თითქმის ყველა ოფიცერმა მუჭა მიწა მიაყარა, საფლავზე კი მარმარილოს ფილა აღმართა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კრემლის კედლებთან ჩატარეულ რაიმე სახის ოპერაციაზე არაფერი მიანიშნებდა. დღის განმავლობაში მავზოლეუმი აბსოლუტურად ჩვეულებივად გამოიყურებოდა, თუმცა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ კგბ-ს ოფიცრებს ხალხის უკმაყოფილების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ესმოდათ. თავად ნიკიტა ხრუშჩოვი კონკურენტის სხეულის დამარცხებით მხოლოდ სამი წელი ტკბებოდა - შემდეგ ქვეყნის მმართველობიდან ასევე ისიც იქნა ჩამოშორებული. ყველაზე მეტად სსრკ-ის მოსახლეობა აღშფოთებული იყო, თუ რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ ხალხს აზრი, დასმულ შეკითხვაზე კი პასუხის გაცემა თითოეულ მკითხველს თავად შეუძლია.






0
1620
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1620