ტენდენციები როგორ იმოსებიან რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები 6 მარტი, 12:58 ![]() 1)თინა კანდელაკი-ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ბიზნესვუმენი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მოდური ჩაცმის მიმდევარია. თინა ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებრივ როლს ირგებს, რაც მის გარდერობშიც აისახება. ვარსკვლავის სამოსი არის სხვადასხვა სტილის, ფერის, ტექსტურის და სილუეტების ნაზავი, რაც ერთად ქმნის მის უნიკალურ, განუმეორებელ იმიჯს. ![]() ![]() თინას არსენალში აქვს როგორც კოსტიუმები ოფიციალური შეხვედრებისთვის, ასევე სექსუალური კაბები ჭრილებით წვეულებებისათის და მისი საყვარელი ჯინსი უბრალო თეთრი პერანგით. კანდელაკი გულდასმით უვლის საკუთარ თავს, იკვებება სწორად და ბევრს ვარჯიშობს, რომ ფიგურა მუდამ კარგ ფორმაში იყოს. გასაკვირი არ არის, რომ მისი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით, რომელიც შეკერილია სპეციალურად სილუეტის გამოსაკვეთად. ![]() ![]() ქეთი თოფურია- მოდის ყველა უახლესი ტენდენცია ოსტატურად ადაპტირებს მის გარდერობში. ![]() ყოველდღიურ ცხოვრებაში ღია სამოსს ანიჭებს უპირატესობას - კრემისფერი, ცისფერი, თეთრი, ღია მწვანე და ა.შ. ![]() ![]() ![]() ეკატერინე მწითურიძე-თავად ქალურობა. გამორჩეული, მაღალი, ის ფსონს დებს მორგებულ სილუეტებზე, რომელიც ხაზს უსვამს მის უზადო ფიგურას და გრძელ ფეხებს. მის გარდერობში შარვალ კოსტიუმთან ერთად რომანტიულ კაბებსაც შეხვდებით. ![]() ![]() ![]() ![]() მსახიობი რაიმე ჩარჩოში არ ექცევა და თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა სტილში, აერთიანებს სპორტსა და კლასიკას, ჰაეროვენ კაბებს და უხეშ ელემენტებსაც. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 569 2-ს მოსწონს
|