x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ იმოსებიან რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები
image


1)თინა კანდელაკი-ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ბიზნესვუმენი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მოდური ჩაცმის მიმდევარია. თინა ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებრივ როლს ირგებს, რაც მის გარდერობშიც აისახება. ვარსკვლავის სამოსი არის სხვადასხვა სტილის, ფერის, ტექსტურის და სილუეტების ნაზავი, რაც ერთად ქმნის მის უნიკალურ, განუმეორებელ იმიჯს.

image

image


თინას არსენალში აქვს როგორც კოსტიუმები ოფიციალური შეხვედრებისთვის, ასევე სექსუალური კაბები ჭრილებით წვეულებებისათის და მისი საყვარელი ჯინსი უბრალო თეთრი პერანგით. კანდელაკი გულდასმით უვლის საკუთარ თავს, იკვებება სწორად და ბევრს ვარჯიშობს, რომ ფიგურა მუდამ კარგ ფორმაში იყოს. გასაკვირი არ არის, რომ მისი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით, რომელიც შეკერილია სპეციალურად სილუეტის გამოსაკვეთად.

image

image


ქეთი თოფურია- მოდის ყველა უახლესი ტენდენცია ოსტატურად ადაპტირებს მის გარდერობში.

image

მომღერალმა იცის როგორ იყოს განსხვავებული. ერთ დღეს ის გაბედულ მინი-ს ირჩევს ბრუტალურ ფეხსაცმელებთან ერთად, მეორე დღეს კი ელეგანტურ აბრეშუმის კაბაში და ლაკონურ სანდლებშია გამოწყობილი.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ღია სამოსს ანიჭებს უპირატესობას - კრემისფერი, ცისფერი, თეთრი, ღია მწვანე და ა.შ.


image

მისი ყოველდღიური სატარებელია ჯინსი და კომფორტულად მორგებული შარვალი, თავისუფალი ჰუდი, მაისურები, კედები და ბოტასები.

image

image


ეკატერინე მწითურიძე-თავად ქალურობა. გამორჩეული, მაღალი, ის ფსონს დებს მორგებულ სილუეტებზე, რომელიც ხაზს უსვამს მის უზადო ფიგურას და გრძელ ფეხებს. მის გარდერობში შარვალ კოსტიუმთან ერთად რომანტიულ კაბებსაც შეხვდებით.

image

image

image

image

ნინო ნინიძე-ნინო კომფორტულ ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. მსუბუქად მორგებული რბილი ქსოვილები და არავითარი მჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი.


მსახიობი რაიმე ჩარჩოში არ ექცევა და თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა სტილში, აერთიანებს სპორტსა და კლასიკას, ჰაეროვენ კაბებს და უხეშ ელემენტებსაც.

image

image

image

image

სოფო შევარდნაძე-კლასიკური ჭრა, მკაცრი ხაზები, მორგებული სილუეტები, ძირითადი ფერები და მეტი არაფერი-ეს სოფიკო შევარდნაძის ელეგანტურობის საიდუმლოა. მისი გარდერობი დაფუძნებულია კოსტიუმებზე, კაბებზე, ვიწრო ქვედაბოლოებზე, ჯემპერებსა და პერანგებზე.

image

image

image

image

2
604
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
604
  
2023, 9 მარტი, 23:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2