x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ

სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ ჰიუგომ (Pieter Hugo) კადრი ნახა, რომელზეც ნიგერიელი "კრიმინალი" ქუჩებში აფთრით დადიოდა. ამ ფოტომ ის აღაშფოთა, რადგან ველური ცხოველისადმი ასეთი დამოკიდებულება მისთვის მიუღებელი იყო... და მან ამ საკითხის გამოძიება გადაწყვიტა.


image


ფოტოგრაფი სურათის კვალს გაჰყვა და ჯერ ნიგერიაში და შემდეგ, სოფ. ლაგოსში ჩავიდა, სადაც ეს ფოტო იყო გადაღებული... და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მას ეგონა...

როგორც გაირკვა, ნიგერიელები ფოტოზე, რომლებიც აფთრებით სეირნობდნენ — კრიმინალები კი არა, Gadawan Kura, ანუ "აფთრების მწვრთნელები" იყვნენ. ისინი სოფლის პირას ქოხებში ცხოვრებდნენ და მათი ძირითადი საქმიანობა, გაწვრთნილი ცხოველებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე, წარმოდგენების გამართვა იყო. ეს — ტრადიციაა, რომელიც უკვე რამდენიმე თაობის განმავლობაში გრძელდება.


image


მწვრთნელებს ნიგერიის მთავრობისგან ცხოველების შენახვის ოფიციალური ნებართვები გააჩნიათ. ცხოველები კარგ პირობებში არიან, რადგან თავად მწვრთნელების და მათი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობა, მათზეა დამოკიდებული.

"ევროპელები ხშირად ზრუნავენ ცხოველთა კეთილდღეობაზე და აფთრებით ქუჩაში სიარული, მართლაც რომ წარმოუდგენელია! თუმცა, ისიც საკითხავია, თუ რამ აიძულა ეს ადამიანები, რომ გარეული ცხოველები დაეჭირათ და ისინი საარსებო წყაროდ ექციათ?! ანუ რატომ არიან ეს ადამიანები ეკონომიკურად მარგინალიზებულნი?.. და ეს იმ ფონზე, რომ ნიგერია, სიდიდის მიხედვით, მეექვსე ნავთობის ექსპორტიორია მსოფლიოში." — აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ამ ფოტოებმა, ფოტოგრაფის კომენტართან ერთად, ბევრი დააფიქრა ამ საკითხზე და უფრო ღრმა თემებზეც...


imageimageimageimageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* მისი კარიერა ფოტოსურათებით დაიწყო და სიკვდილის შემდეგ "სიცოცხლეც", ფოტოსურათებით გაგრძელდა... (30 ფოტო)

* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს

* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა



2
837
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
837
  
2023, 9 მარტი, 23:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2